სამოხმარებლო სესხი თუ განვადება - რა უნდა იცოდეთ ამ საბანკო პროდუქტებით სარგებლობისას
საქართველო, თბილისი - 10:33 | 24.05.2016 ნანახია: 1669
ალბათ, ბევრი ჩვენგანი ყოფილა ისეთ სიტუაციაში, როდესაც კონკრეტული ნივთისა თუ მომსახურების შეძენისას არჩევანის გაკეთება გვიწევს ორ საბანკო პროდუქტს- სამომხმარებლო სესხსა და განვადებას შორის.
რითი განსხვავდება ერთმანეთისგან სამომხმარებლო სესხი და განვადება, რომელი საბანკო პროდუქტით სარგებლობაა ფინანსურად უფრო მომგებიანი კონკრეტულ შემთხვევაში და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ამ ორი პროდუქტით სარგებლობისას.
ამ თემებზე თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილეს, ნინო მასურაშვილს ვესაუბრეთ.
რა აქვთ საერთო და რით განსხვავდება ერთმანეთისგან სამომხმარებლო სესხი და განვადება?
სამომხმარებლო სესხი და განვადება ორივე საბანკო პროდუქტია და ისინი სამომხმარებლო მიზნობრიობის სესხებს წარმოადგენენ. მათ შორის ძირითადი სხვაობა ის არის, რომ განვადების შემთხვევაში, თქვენთვის სასურველი ნივთის შეძენა პირდაპირ პარტნიორ მაღაზიაში შეგიძლიათ ისე, რომ არ დაგჭირდებათ ბანკში მისვლა. ნივთის საფასური პირდაპირ პარტნიორ კომპანიაში გადაირიცხება.
სამომხმარებლო სესხის შემთხვევაში კი, თანხას ბანკში იღებთ ნაღდი ფულის სახით და შეგიძლიათ ის თქვენთვის სასურველი მიზნისთვის გამოიყენოთ, ასევე შეგიძლიათ სასურველი ლიმიტის მოთხოვნაც.
სამომხმარებლო სესხი და განვადება ერთმანეთისგან სხვა პარამეტრებითაც განსხვავდება, კერძოდ:
- განვადება მომხმარებელს 15 წუთში, მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენისას უმტკიცდებათ; სამომხმარებლო სესხის დასამტკიცებლად კი, პირადობის მოწმობასთან ერთად, შესაძლოა ხელფასის ცნობა და სხვა დოკუმენტებიც მოგთხოვონ. სესხის დამკიცების ხანგრძლივობა 15 წუთიდან ერთ საათამდე მერყეობს.
- განვადებით სარგებლობისას, სასურველი ნივთის მინიმალური ღირებულება 100 ლარია, მაქსიმალური კი 5 000 ლარი შეიძლება იყოს; სამომხმარებლო სესხის ლიმიტი კი 300 ლარიდან იწყება და მისი მაქსიმალური ზღვარი 40 000 ლარია.
რომელი საბანკო პროდუქტია უფრო მოქნილი და კომფორტული მომხმარებლისთვის: სამომხმარებლო სესხი თუ განვადება?
ამ ჭრილში ორივე პროდუქტი მოქნილი და კომფორტულია, გააჩნია კლიენტის საჭიროებებსა და მოთხოვნებს.
განვადების მოქნილობა, როგორც უკვე აღვნიშნე, იმაში მდგომარეობს, რომ ის ნაკლებ დროს მოითხოვს და მომხმარებელს არ უწევს ბანკში მისვლა. თუმცა, განვადებით სარგებლობისას, მომხმარებელმა უნდა გაითვალისწინოს ისიც, რომ განვადებას თანხობრივი შეზღუდვა აქვს და ამ პროდუქტით სარგებლობა ნებისმიერი მიზნობრიობისთვის არ არის ხელმისაწვდომი.
განვადება ხელმისაწვდომია როგორც ბანკის ფილიალელებსა და სერვის ცენტრებში, ასევე უშუალოდ მაღაზიებსა და მომსახურების ობიექტებში, რომელთა ჯამური რიცხვი 450-მდეა.
სამომხმარებლო სესხის შემთხვევში, მომხმარებელი უნდა მივიდეს ბანკის ფილიალში ან სერვის ცენტრში. მისი აღება ინტერნეტ-ბანკითაც არის შესაძლებელი. სამომხმარებლო სესხის მიზნობრიობად შეიძლება განვიხილოთ ნებისმიერი რამ, ლიმიტიც გაცილებით დიდია. მომხმარებელი უფრო მეტად თავისუფალია აღებული თანხის განკარგვისას.
რას ნიშნავს 0%-იანი განვადება?
0%-იანი განვადება მოიაზრებს ყოველგვარი დამატებითი ხარჯის (გაცემის, წინსწრებით დაფარვის და სხვა საკომისიოების) გარეშე განვადებას, მომსახურების ობიექტიდან გაუსვლელად.
0%-იანი განვადებით ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს სასურველი ნივთი და მიიღოს მომსახურება მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე, 15 წუთში.
რა პარამეტრები უნდა შევადაროთ ერთმანეთს სწორი ფინანსური გადაწყვეტილების მისაღებად, როცა გვაქვს არჩევანი სამომხმარებლო სესხსა და განვადებას შორის ერთი და იმავე მიზნობრიობით ?
სამომხმარებლო სესხსა და განვადებას შორის არჩევანის გაკეთებისას, აუცილებლად უნდა განვიხილოთ, რომელი მათგანი იქნება მომხმარებლისთვის უფრო ნაკლებ დანახარჯებთან დაკავშირებული. ამ დროს მომხმარებელმა შემდეგი ფაქტორები უნდა გაითვალისწინოს:
- ერთი და იმავე ვადით, რომელს უფრო დაბალი ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ექნება. (აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ კრედიტორი ვინც გვაძლევს სესხს, ვალდებულია გვითხრას რამდენია ეფექტური საპროცენტო განაკვეთი სესხზე);
- სად უფრო დაბალია ყოველთვიური შენატანი, სამომხმარებლო სესხის თუ განვადების შემთხვევაში;
- რა არის მომხმარებლის საჭიროება: ნივთის შეძენა თუ პირადი ხარჯების დაფარვა;
- რა რაოდენობის თანხა სჭირდება მომხმარებელს? თუ 5 000 ლარზე მეტია საჭირო, მაშინ მან სამომხმარებლო სესხი უნდა აიღოს.
რას ნიშნავს სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი და რატომ უნდა მიაქციოს მომხმარებელმა მას ყურადღება?
ეფექტური საპროცენტო განაკეთი გვიჩვენებს კონკრეტული პროდუქტის ყიდვასთან დაკავშირებულ ყველა სავალდებულო ხარჯების სურათს. ეს პარამეტრი მოიცავს პროდუქტის ნომინალურ განაკვეთს + დამატებითი ხარჯებს, ისეთი როგორიც არის მაგალითად სესხის/განვადების შემთხვევაში გაცემის საკომისიო, ან დაზღვევის საკომისიო, ან ანგარიშიდან გატანის საკომისიო. მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელმა ეფექტური განაკვეთის საფუძველზე მიიღოს გადაწყეტილება, რადგან ის კონკრეტულ პროდუქტთან დაკავშირებულ სრულ ხარჯებს ასახავს.
არის თუ არა საჭირო განვადების ან სამომხმარებლო სესხის შემთხვევაში უზრუნველყოფა და რა სახის?
სესხის უზრუნველყოფა შეიძლება გამოხატული იყოს ორი ფორმით: თავდებობა და უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვა კრედიტორის სასარგებლოდ. როგორც წესი, უზრუნველყოფა მოითხოვება შედარებით მაღალი სამომხმარებლო სესხების შემთხვევაში, სტანდარტულად, განვადების დროს ბანკი უზრუნველყოფას არ ითხოვს.
პოლიტიკა
- „თავისუფლება სინდისის პატიმრებს - მადლობა ბრძოლისთვის“ - ფილარმონიიდან პარლამენტისკენ მსვლელობა იმართება
- სრული ბოდვაა, ქვეყნის შიგნით რა კანონებია საჭირო, ხელისუფლება გადაწყვეტს - კახა კალაძე „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე
- მინდა, ვუთხრა რეჟიმის ყველა მსხვერპლს - თქვენ მოიპოვეთ ახალი მნიშვნელოვანი მექანიზმი იმისთვის, რომ ამ რეჟიმმა პასუხი აგოს სამართლებრივად ყველა დარღვევაზე - სალომე სამადაშვილი
- ეუთო-ს რეკომენდაციები ან უნდა შესრულდეს, ან დადგება ანგარიშში აღწერილი პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგები - ლონდა თოლორაია
სამართალი
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
- თინა ხიდაშელი და გუბაზ სანიკიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს
მსოფლიო
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
- ჩვენ მთლიანად ვანადგურებთ ირანის ტერორისტულ რეჟიმს, ნახეთ, რა დაემართებათ დღეს ამ შეშლილ ნაძირლებს, მე, როგორც აშშ-ის პრეზიდენტი, ვკლავ მათ, დიდი პატივია ამის გაკეთება - დონალდ ტრამპი
- ერაყში, სამხედრო ბაზაზე დრონების თავდასხმის შედეგად ერთი ფრანგი სამხედრო დაიღუპა და ექვსი დაიჭრა
- ევროკავშირის სანქციები იმ ადამიანებზეც უნდა გავრცელდეს, ვინც პასუხისმგებლები არიან საქართველოში დემოკრატიის განადგურებაზე - მალგოჟატა გოშევსკა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















