ჩრდილების თეატრი 25 წლისაა

საქართველო, თბილისი - 21:54 | 22.05.2016
ნანახია: 2255

27 მაისს, ჩრდილების სახელმწიფო თეატრს "ბუდრუგანა-გაგრა" 25 წელი უსრულდება! საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, სპეციალურ წარმოდგენაში მონაწილეობას მიიღებენ: ბუდრუგანა-გაგრა - ძირითადი დასი ახალი და ძველი შემადგენლობით.
ბუდრუგანა-ნიქოზი - საზღვრისპირა სოფელ ნიქოზში არსებული ხელოვნების სკოლის ბავშვები, რომლებიც უკვე დიდი ხანია ეუფლებიან ხელის ჩრდილების ხელოვნებას გელა კანდელაკთან და მსახიობებთან ერთად.
ბუდრუგანა-კლაიპედა - ლიტველი სტუდენტების დასი, რომლებიც თითქმის ერთი წელია თბილისში იმყოფებიან და ხელის ჩრდილებისა და სამსახიობო ოსტატობის კურსს გადიან გელა კანდელაკთან. 
აღსანიშნავია, რომ სპექტაკლის პრემიერა 1992 წლის 27 მაისს, პარიზში შედგა. 
 


პოლიტიკა