ელიტ ელექტრონიქსი 20 წლისაა!
საქართველო, თბილისი - 16:45 | 20.05.2016 ნანახია: 2057
"ელიტ ელექტრონიქსი" მე-20 წელია, რაც მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და როგორც გაყიდვების, ასევე პროდუქციის მრავალფეროვნების მიხედვით ტექნიკის ბაზრის უპირობო ლიდერია.
წელს კომპანია ოქროს საიუბილეო თარიღს აღნიშნავს, 20 მაისს „ელიტ ელექტრონიქსი“ 20 წლის გახდა.
კომპანია საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით მომხმარებელს სპეციალურ აქციებს სთავაზობს. 20 მაისს „ელიტ ელექტრონიქსის“ ყველა ფილიალში იმოქმედებს წარმოუდგენელი აქცია, ყოველი მე-20 მომხმარებელი შენაძენს უფასოდ წაიღებს. ასევე დაბადების დღესთან დაკავშირებითთვის ბოლომდე მომხმარებელი მინიმუმ 20%-იან ფასდაკლებას მიიღებს ექსკლუზიურ ბრენდებზე როგორიცაა: ბოში, სიმენსი, გორენიე, ჰიტაჩი, გრეცი! აღნიშნული აქცია ძალაშია 21 მაისიდან მიმდინარე თვის ბოლომდე, როგორც ნაღდი ანგარიშსწორებისას ასევე განვადებით შეძენის შემთხვევაშიც.
მიუხედავად დიდი გამოწვევებისა, „ელიტ ელექტრონიქსმა“ ამ წლების მანძილზე საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწია. „ელიტ ელექტრონიქსი“ საქართველოში პირველი ტექნიკის მულტიბრენდული მაღაზიათა ქსელია. აღსანიშნავია, რომ დღეს კომპანიის ქსელში 50-ზე მეტი მსოფლიოში წამყვანი ბრენდის 1000-ზე მეტი სხვადასხვა დასახელების უმაღლესი ხარისხის საყოფაცხოვრებო ტექნიკაა წარმოდგენილი. მათ შორისაა მსოფლიოში წამყვანი ბრენდები ბოში, სიმენსი, გორენიე, ჰიტაჩი, გრეცი რომელიც „ელიტ ელექტრონქსში“ ექსკლუზიურად არის წარმოდგენილი. ასევე „ელიტ ელექტრონისქსი“ 2015 წელს ოფიციალური დისტრიბუტორი გახდა სამსუნგისა და ეფლის.
ჩატარებული კვლევების და გამოკითხვების საფუძველზე ელიტ ელექტრონიქსი ტექნიკის ბაზრის ლიდერად და 2015 წლის რჩეულ ბრენდად დასახელდა. მიუხედავად ბაზარზე არსებული დიდი კონკურენციისა, იგი მრავალი წელია ინარჩუნებს "ოქროს ბრენდის" ტიტულს. აღნიშნული ფაქტი კომპანიის სიძლიერეს წარმოადგენს და მომგებიან პოზიციაში აყენებს კონკურენტებთან მიმართებაში.
დღეს, კომპანია ტექნიკის ბაზარზე ყველაზე ფართო სავაჭრო ქსელითაა წარმოდგენილი, „ელიტ ელექტრონიქსის“ მაღაზიები საქართველოს ყველა რეგიონშია ხელმისაწვდომი.
როგორც იცით კომპანიამ 1996 წელს პირველი მაღაზია ქალაქ ბათუმში გახსნა, სიმბოლურია ის ფაქტი, რომ ოცი წლის შემდეგ „ელიტ ელექტრონიქსის“უნიკალური კონცეფციის ახალი მაღაზია ისევ ქალაქ ბათუმში გაიხსნება. „ელიტ ელექტრონიქსის“მაღაზიებში მომხმარებლისთვის მაქსიმალურად კომფორტული გარემოა შექმნილი. აქ თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ბავშვთა გასართობი სივრცით, სადაც შეგიძლიათ თქვენი შვილი დატოვოთ, სანამ თქვენ შეარჩევთ სასურველ ტექნიკას. ასევე მაღაზიაში წარმოდგენილია „ელიტკაფე“ სადაც მიირთმევთ უგემრიელეს ყავას, დაისვენებთ და თავისუფლად მიიღებთ გადაწყვეტილებას შენაძენზე.
„ელიტ ელექტრონიქსი“ მომხმარებლის კომფორტზე ზრუნავს როგორც ყიდვის პროცესში ასევე ყიდვის შემდგომ, სწორეთამმიზნითშეიქმნაკომპანია „ელიტსერვისი“, რომელიც „ელიტელექტრონიქსის“ მაღაზიებთან არის წარმოდგენილი და ეს კომპანია ისევ და ისევ „ელიტ ელექტრონიქსის“ მომხმარებლებს უწევს ტექნიკურ დახმარებას.
ამ ეტაპზე, სულ 7 სერვისის ობიექტი გვაქვს, თუმცა ახლო მომავალში იგეგმება მათი რაოდენობის 10-მდე გაზრდა. მნიშვნელოვანია, რომ მომსახურების აღნიშნულ სერვისს ჩვენ მთელს საქართველოში შევთავაზებთ ჩვენს მომხმარებლებს. სერვისცენტრი უკვე გახსნილია ზუგდიდშიც და წელს მას ბათუმის მომსახურების ცენტრიც დაემატება. ”ელიტ სერვისი” ავტორიზებულია ბოშის, სიმენსის, გორენიეს და მრავალი სხვა მსოფლიოში აღიარებული მსხვილი ბრენდების მიერ.
პოლიტიკა
- საქართველოს ხელისუფლებამ კრიტიკულად განწყობილ მაუწყებლებზე სამართლებრივი და მარეგულირებელი ზეწოლა უნდა შეწყვიტოს - „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“
- გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე საქართველოს შესახებ ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს უმაღლესი კომისრის ანგარიში წარადგინეს
- იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერ-მინისტრი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს, რაც პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა - გრიგოლ გეგელია
- ევროსაბჭოს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე - გრიგოლ გეგელია
სამართალი
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
მსოფლიო
- მოლდოვის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
- საფრანგეთში მაღალი ტემპერატურის გამო, ბოლო 5 დღეში 1 000-მდე ადამიანი დაიღუპა - Reuters
- კიევზე თავდასხმებს მხოლოდ დაგმობა ვერ შეაჩერებს, რუსეთისთვის ამ ომის ფასი გაიზრდება, ვიდრე მოსკოვი არ გააცნობიერებს, რომ ომს ვერ მოიგებს - კაია კალასი
- დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-მექსიკა-კანადის სავაჭრო შეთანხმების გახანგრძლივებაზე უარი თქვა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- როგორ ცვლის AI ავტოინდუსტრიას? - „თეგეტამ“ Change Inspire 2026-ზე ტექნოლოგიური ხედვა გააზიარა
- „თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
- „თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
- „თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















