რუსმა ოკუპანტებმა სოფელ სპეთის 4 მცხოვრები გაიტაცეს

საქართველო, თბილისი - 15:48 | 20.05.2016
ნანახია: 2133

საოკუპაციო ზოლში რუსმა სახედროებმა საჩხერის რაიონის სოფელ სპეთში მცხოვრები 4 ადგილობრივი გაიტაცეს.  მათი დაკავება  სოფელ ძირულაში მოხდა. 

ისინი  მეფუტკრეები  არიან. დაკავების შესახებ  ოჯახის წვარებმა იმ პირისგან შეიტყვეს, რომელიც 4 დაკავებულთან ერთად გაიტაცეს, თუმცა შემდეგ გაათავისუფლეს. 

დაკავებულების ოჯახებს ოკუპირებული ცხინვალიდან არავინ დაკავშირებია.  დაკავების ფაქტი უკვე დაადასტურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა. ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც. 

 



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე