ეგვიპტური ავიალაინერის ბორტგამცილებელის საბედისწერო ფოტო -წინათგრძნობა თუ დამთხვევა

საქართველო, თბილისი - 10:52 | 20.05.2016
ნანახია: 1792

ეგვიპტური ავიალაინერის А320ის ბორტგამცილებელმა სამარ ეზედინმა ავიაკატასტროფამდე რამდენიმე თვით ადრე  Facebook-ის გვერდზე გამოაქვეყნა თავისი ფოტო ჩაძირული თვითმფრინავის ფონზე.

პორტალი Al-Masry Al-Youm-ი წერს, რომ ფოტოშოპით შექმნილ სურათზე სველ ტანსაცმელში ჩაცმული გოგონა, ჩემოდნით ხელში წყლიდან ამოდის, მის უკან კი ჩანს ავიალაინერი, რომელიც იძირება.

ბორტგამცილებელის ახლობლები დარწმუნებული არიან, რომ ასეთი ფოტომონტაჟი შეცდომა იყო, თითქოს მან სამარი და მისი თვითმფრინავი დაწყევლა.

ეგვიპტური ავიალაინერი А320 რეისს პარიზიდან ქაიროს მიმართულებით ასრულებდა, რომელიც ეგვიპტის საჰაერო სივრცეში გაუჩინარდა. ბორტზე 66 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი იმყოფებოდა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე