ამიერიდან, „აისი“ დასუფთავების აქციებში, მოლაშქრეებისა და მოხალისეების ჩართვას უზრუნველყოფს

საქართველო, თბილისი - 10:16 | 08.10.2015
ნანახია: 1997

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა და საზოგადოებრივი ორგანიზაცია „აისის“ თავმჯდომარემ გიორგი ნაზღაიძემ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

ხელშეკრულების თანახმად, საზოგადოებრივი ორგანიზაცია, გარემოსდაცვით პროექტებსა და სამინისტროს მიერ ორგანიზებულ დასუფთავების აქციებში, მოლაშქრეებისა და მოხალისეების ჩართვას უზრუნველყოფს.

 მემორანდუმის მიზანია სამოქალაქო სექტორისა და მოხალისეების მაქსიმალური ჩართულობა გარემოსდაცვით საქმიანობაში. ასევე, ეკოსაქმიანობის ხელშეწყობა და პოპულარიზაცია.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე