ცისფერი ბრილიანტი აუქციონზე 56,7 მლნ დოლარად გაიყიდა

საქართველო, თბილისი - 10:16 | 19.05.2016
ნანახია: 2365

ბრილიანტი ”ცისფერი ოპენჰეიმერი” Christie's-ის აუქციონზე რეკორდულ ფასად - 56,7 მლნ დოლარად გაიყიდა.

The Telegraph-ის ინფორმაციით, ექსპერტები 14,62-კარატიანი ბრილიანტის გაყიდვას 38-45 მლნ დოლარად ვარაუოდობდნენ.

ქვას სახელი სერ ფილიპ ოპენჰეიმერის საპატივსაცემოდ ეწოდა, რომელმაც ის თავის ცოლს აჩუქა. ცისფერი ბრილიანტი ჩასმულია ბეჭედში, რომელსაც კიდევ ორი - ტრაპეციის ფორმის ბრილიანტი ამშვენებს.

წინა რეკორდი ეკუთვნის 12.03-კარატიან ბრილიანტს ”ცისფერი მთვარე” , რომელიც გასულ წელს ჟენევაში უცნობმა მყიდველმა 48,5 მლნ დოლარად შეიძინა.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე