”დიდებული საუკუნის” ვარსკვლავი - მერიემ უზერლი თხოვდება

საქართველო, თბილისი - 16:46 | 18.05.2016
ნანახია: 3835

 

თურქული სერიალის ”დიდებული საუკუნის” ვარსკვლავი მერიემ უზერლი თხოვდება. როგორც 1news.az წერს, მსახიობი გერმანიიდან სამშობლოში დაბრუნდა და გადასაღებ მოედანზე მუშაობას შეუდგა. მედიის ცნობით, მერიემს რომანტიკული ურთიერთობა აქვს თურქ ბიზნესმენთან ოზჯანთან. გავრცელებული ინფორმაციით, წყვილი მალე დაქორწინდება.

მსახიობი ინსტაგრამის მიკრობლოგში საყვარელი მამაკაცის ფოტოსურათსაც აქვეყნებს, რომელიც მერიემის ქალიშვილთან, ლარასთან ერთად სეირნობს. თუმცა მომავლი ქორწინების შესახებ თურქი მსახიობი კომენტარს არ აკეთებს.

ამჟამად მერიემ უზერლი ქალიშვილთან და ოზჯანთან ერთად საფრანგეთის ერთ-ერთ კურორტზე ისვენებს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე