დაშავებული ქართველი სამხედროები ევროპის ჩემპიონატში იასპარეზებენ

საქართველო, თბილისი - 13:41 | 17.05.2016
ნანახია: 1592

საქართველოს შეიარაღებული ძალების დაშავებული ქართველი სამხედრო მოსამსახურეები იტალიის ქალაქ ტურინში პარაფარიკაობაში ევროპის ჩემპიონატში იასპარეზებენ. კაპიტანი რომან აბაშიძე და კაპრალი თემურ დადიანი ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად საქართველოდან უკვე გამეგზავრნენ.

ეტლით ფარიკაობის გუნდი იტალიაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გააცილეს და წარმატებული ასპარეზობა უსურვეს.

კაპიტანი რომან აბაშიძე და კაპრალი თემურ დადიანი „თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრის" გუნდის წევრები არიან. ორივე სამხედრომ სხვადასხვა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისას დაკარგა კიდურები.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე