ხმელთაშუა ზღვაში 16 საუკუნის წინ ჩაძირული ხომალდი აღმოაჩინეს

საქართველო, თბილისი - 10:33 | 17.05.2016
ნანახია: 1951

მოყვარულმა ისრაელელმა აკვალანგისტებმა ხმელთაშუა ზღვის ფსკერზე უძველესი ხომალდი აღმოაჩინეს და მისი ძვირფასი ტვირთი წყლის ზემოთ ამოიტანეს. ძვირფას ნივთებს შორის აღმოჩნდა ანტიკური ხანის ღმერთების ბრინჯაოს ქანდაკებები, მონეტები და ლითონის სხვადასხვა ნაკეთობები. არქეოლოგების თქმით, ხომალდი 1600 წლის წინ არის ჩაძირული. მათივე თქმით, გემმა კატასტროფა რომის იმპერატორის- კონსტანტინეს დროს განიცადა.

”ქვიშამ  ქანდაკებები დაიცვა, ისინი შესანიშნავ მდგომარეობაში არიან შენარჩუნებული, თითქოს გუშინ ჩამოასხეს და არა 16 საუკუნის წინ,” -აღნიშნეს არქეოლოგებმა.

მყვინთავებმა ხომალდის შესახებ ისრაელის ხელისუფლებას აცნობეს, რომელიც მათ  ამ უნიკალური აღმოჩენისთვის სერიოზულ ჯილდოს დაპირდა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე