ბრიტანეთის სამხედრო ატაშე ვაზიანის პოლიგონზე

საქართველო, თბილისი - 17:19 | 16.05.2016
ნანახია: 1690

საქართველოში დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ატაშემ, ვიცე-პოლკოვნიკმა ნიკ ვილკესმა და ბრიტანეთის საელჩოს პოლიტიკურმა მდივანმა კრის გოფმა „ღირსეული პარტნიორი 2016“-ის მონაწილე ბრიტანელი ჯარისკაცები მოინახულეს.

ვიცე-პოლკოვნიკი ნიკ ვილკესი ვაზიანის პოლიგონზე მიმდინარე წვრთნებს გაეცნო და ქართველ, ამერიკელ და ბრიტანელ სამხედრო მოსამსახურეებს გაესაუბრა. თავდაცვის ატაშე ბრიტანელი ჯარისკაცების საჩვენებელ წვრთნას - „ათეულის შეტევა საბრძოლო სროლებით“ დაესწრო. ვიცე-პოლკოვნიკმა ნიკ ვილკესმა ქართულ-ამერიკულ სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2016“-ში ბრიტანელი ჯარისკაცების მონაწილეობა დადებითად შეაფასა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე