საია: კაბელების საქმეზე სასამართლომ უკანონო, უსამართლო და დაუსაბუთებელი განაჩენი გამოიტანა
საქართველო, თბილისი - 13:58 | 16.05.2016 ნანახია: 2090
”კაბელების საქმეზე სასამართლომ უკანონო, უსამართლო და დაუსაბუთებელი განაჩენი გამოიტანა“, - ამის შესახებ საია- ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმიანება თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლის ბესიკ ბუგიანიშვილის მიერ თავდაცვის სამინისტროს დაკავებული მაღალჩინოსნების, ე.წ. “კაბელების” საქმეზე გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს და მიიჩნევს, რომ განაჩენი არის უსამართლო, უკანონო და დაუსაბუთებელი.
საიას მიაჩნდა და მიაჩნდა, რომ ამ საქმეზე დაკავებული პირები არიან უდანაშაულოები. ბრალდების დაუსაბუთებლობას ადასტურებს საქმის არსებითი განხილვის დროს ბრალდებულების და არაერთი მოწმისა და ექსპერტის მიერ მიცემული ჩვენება, ასევე წერილობითი მტკიცებულება.
უმნიშვნელოვანესია იმის აღნიშვნა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება დანაშაულის შემადგენელი უმნიშვნელოვანესი ელემენტის - მოტივის - არსებობა. კერძოდ, არსებული მტკიცებულებებით არ დადასტურდა ბრალდებულ პირთა მხრიდან ანგარებითი მიზნის არსებობა, რის გარეშეც არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული 182-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,დ“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მათ მართლზომიერ მფლობელობაში არსებული, დიდი ოდენობით, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვა) შემადგენლობა.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბრალდების მხარის მიერ გაფლანგულად შერაცხული თანხა არასოდეს ყოფილა ბრალდებულ პირთა მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში. ამასთან, საფუძველს არის მოკლებული ბრალდების პოზიცია იმის შესახებ, რომ არსებობდა წინასწარ შეთანხმებული ჯგუფი ბრალდებულთა და თავდაცვის სამინისტროს სხვა ხელმძღვანელ პირთა მონაწილეობით, რომლებმაც თითქოს გადაწყვიტეს სახელმწიფოს კუთვნილი ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგოდ გაფლანგვა. მნიშვნელოვანია, რომ ბრალდების მხარემ საერთოდ ვერ დაასაბუთა, რომ სამინისტროს თანამშრომელთა მხრიდან არსებობდა განზრხვა რომ ვინმეს სასიკეთოდ გაეფლანგათ სახელმწიფო ბიუჯეტის თანხა.
ზემოაღნიშნული გარემოებების საწინააღმდეგოდ, ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა უტყუარი, ურთერთშეთანხმებული და გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საქართველოს კანონმდებლობით წარმოადგენს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის აუცილებელ წინაპირობას. ნიშანდობლივია ისიც, რომ მოსამართლეს განაჩენის გამოსატანად მხოლოდ ორი არასამუშაო დღე დასჭირდა საქმეზე, მაშინ როცა პროცესი 18 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, დაიკითხა ათეულობით მოწმე, გამოკვლეულ იქნა ათეულობით წერილობითი მტკიცებულება, ამასთან აღნიშნული საქმე პრობლემური იყო სამართლებრივი თვალსაზრისითაც, რადგან ბრალდების ნაწილში არ იყო დასაბუთებული ბრალის სუბიექტი, სუბიექტური მხარე და მოტივი.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები ამყარებს საზოგადოებაში აქამდე არაერთხელ გამოთქმულ ეჭვს იმის თაობაზე, რომ აღნიშნულ საქმეში არ არსებობს სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები, არამედ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, როგორც ერთ-ერთი მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი, აღნიშნულ განაჩენს სამართლებრივი პროცედურების დაცვით ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს. საია იმედოვნებს რომ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს ეყოფა გამბედაობა და საქმის განხილვისას იმსჯელებს მხოლოდ სამართლებრივად და გამოიტანს ერთადერთ სამართლიან განაჩენს და უდანაშაულო პირებს გაამართლებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















