თბილისს კიდევ ერთი ახალი ღვინის მაღაზია-ბარი შეემატება
საქართველო, თბილისი - 11:11 | 16.05.2016 ნანახია: 1757
დღეს, 16 მაისს, 14.00 საათზე, თბილისში, ცინცაძის ქ.N 26-ში (ყოფილი საბურთალოს ქუჩა) ახალი ღვინის მაღაზია-ბარის გახსნის ღონისძიებას საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია დაესწრებიან. მაღაზიის გახსნაზე ასევე მოწვეულები არიან მეწარმეობის განვითარების სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სააგენტოს, ღვინის ეროვნული სააგენტოს და ღვინის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები, ქართული ღვინის ასოციაცია, სომელიეთა ასოციაცია და აშ.
საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში, რომელსაც აქვს 8000 წლიანი ღვინის დაყენების უწყვეტი ისტორია. იტალიელი და ფრანგი მეღვინეებიც კი, საქართველოს 8000 მოსავლის ქვეყანას (country of 8000 vintages) უწოდებენ. ყურადსაღებია, რომ თბილისში, ტურისტების მომრავლებასთან ერთად, სულ უფრო რთულდება ხარისხიანი ღვინის ხელმისაწვდომ ფასად შეძენა. ამ საკითხის მოსაგვარებლად მაღაზია/ბარი „8000 მოსავალის“ (8000 vintages) დამფუძნებლებმა დააარსეს დამოუკიდებელი სადეგუსტაციო კომისია, რომელიც შედგება პროფესიონალი დეგუსტატორებისგან. კომისიის რამდენიმე წევრი როტაციულია, ხოლო ფარული შერჩევა გამორიცხავს მიკერძოებასა და შეცდომის ალბათობას. კომისია ყოველთვიურად არჩევს მაღაზიაში გასაყიდ ღვინოებს, დეგუსტაციის ყველა წესის დაცვით. დღემდე შემოწმებული 400 ღვინიდან მხოლოდ 203-მა დააკმაყოფილა კომისიის კრიტერიუმი და შედეგად, მაღაზიის თაროზე მოხვდა.
„8000 მოსავალის“ დამფუძნებლებმა დაარღვიეს სტერეოტიპი, რომ ღვინის მაღაზია აუცილებლად ქალაქის ტურისტულ ნაწილში უნდა იყოს და ქალაქის ურბანულ ნაწილში, ცინცაძის ქუჩაზე (საბურთალო) გადმოინაცვლეს. მათი სამიზნე სეგმენტი ქართველი მოსახლეობაა, რომლებიც აფასებენ ხარისხიან, ჯანსაღ ღვინოს. შესაბამისად, ფასებიც საგრძნობლად განსხვავდება ტურისტებზე გათვლილი მაღაზიებისგან. მომხმარებლებს შეუძლიათ დასხდნენ ბარის ნაწილში და მათთვის სასურველი ღვინო, შესაბამის საკვებთან ერთად, დააგემოვნონ თაროს ფასად, მომსახურების ფასნამატის გარეშე.
ბიზნესის განვითარების სტრატეგია ქართული ღვინის მაღაზიების ქსელის გაკეთებას გულისხმობს. დღესდღეობით, ჩინეთის ბაზარი, ეკონომიკური ზრდის ტემპიდან გამომდინარე, მიმზიდველია მრავალი სახის პროდუქციისთვის, მათ შორის ქართული ღვინისათვის. „8000 მოსავალის“ რეგისტრაცია ჩინეთის ბაზარზე უკვე პროცესშია, მალე ქართულ საცალო ვაჭრობის ბრენდს აზიის სხვა ქვეყნებშიც ვიხილავთ. ხოლო, ბრენდის წარმატება, ქართველი ღვინის მწარმოებლების საერთაშორისო ცნობადობასა და გაყიდვებს შეუწყობს ხელს.
პოლიტიკა
- საქართველოს ხელისუფლებამ კრიტიკულად განწყობილ მაუწყებლებზე სამართლებრივი და მარეგულირებელი ზეწოლა უნდა შეწყვიტოს - „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“
- გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე საქართველოს შესახებ ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს უმაღლესი კომისრის ანგარიში წარადგინეს
- იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერ-მინისტრი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს, რაც პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა - გრიგოლ გეგელია
- ევროსაბჭოს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე - გრიგოლ გეგელია
საზოგადოება
- „როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
სამართალი
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
მსოფლიო
- კიევზე თავდასხმებს მხოლოდ დაგმობა ვერ შეაჩერებს, რუსეთისთვის ამ ომის ფასი გაიზრდება, ვიდრე მოსკოვი არ გააცნობიერებს, რომ ომს ვერ მოიგებს - კაია კალასი
- დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-მექსიკა-კანადის სავაჭრო შეთანხმების გახანგრძლივებაზე უარი თქვა
- უკრაინის საკითხთან დაკავშირებით ევროპისა და აშშ-ის პოზიციები დაახლოვდა - ემანუელ მაკრონი
- ვოლოდიმირ ზელენსკი საკმაოდ კარგად უმკლავდება, ყოველ შემთხვევაში, პოზიციებს ინარჩუნებს, უნდა ვაღიაროთ, რომ ის მამაცია - დონალდ ტრამპი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- როგორ ცვლის AI ავტოინდუსტრიას? - „თეგეტამ“ Change Inspire 2026-ზე ტექნოლოგიური ხედვა გააზიარა
- „თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
- „თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
- „თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















