ლევან ბერძენიშვილი: საქართველოს ხელისუფლებას კასანდრას კომპლექსი სჭირს
საქართველო, თბილისი - 12:34 | 07.10.2015 ნანახია: 4460
გასულ კვირაში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციას, „მძიმე რეზოლუცია“ უწოდა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა. მისი თქმით, ევროსაბჭოს მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში არა პოლიტპატიმრებზე, არამედ წინასწარი პატიმრობისა და სხვა პროცედურული საკითხების დარღვევაზეა საუბარი, რომ არასწორად იქნა გამოყენებული წინასწარი პატიმრობის ვადა და დაირღვა პროცედურული საკითხები კონკრეტული პირების მიმართ. მისი თქმით, ევროპელმა პარტნიორებმა ძალიან კარგად იციან ინგლისური და მათ, რომ ნდომოდათ დაეწერათ პოლიტიკური პატიმარი, იქ ეწერებოდა პოლიტიკური პატიმარი, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ეს პროცედურული დარღვევები უნდა გამოვასწოროთ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, „პრაიმნიუსჯორჯია“ ევროსაბჭოში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წარმომადგენელ ლევან ბერძენიშვილს ესაუბრა:
- წინასწარი დაკავების არასწორ გამოყენებასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტი გაკვირვებულია, ქართულმა დეპუტაციამ რატომ ვერ მიიტანა ევროპელ კოლეგებთან ის უმნიშვნელოვანესი ფაქტი, რომ სულ ცოტა ხნის წინ, გიგი უგულავას შემთხვევაში, ჯერ საკონსტიტუციო სასამართლომ, შემდეგ კი, საქალაქო სასამართლომ მიიღო ადეკვატური გადაწყვეტილება. რატომ ხდება ხოლმე ევროსაბჭოს ყველა სესია სკანდალის მიზეზი?
-მართალი გითხრათ, ბრალდებას, რომ დეპუტატებმა რაიმე ვერ მიიტანეს თბილისადნ სტრასბურგამდე, მხოლოდ საქმეში ჩაუხედავი ადამიანის ფიქრები შეიძლება ეწოდოს. თუკი ვინმე ოდნავ მაინც იცნობს ამ საკითხს, ეცოდინება, რომ ყველაფერი რაც კი შეიძლებოდა, ჩავიტანეთ, ავუხსენით, პირდად შეხვდენენ იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს, ასევე შევხვდით, ყველა პოლიტიკურ ჯგუფს, მაგრამ საქმე სხვაგვარად არის. ძალიან ადვილია დეპუტატებს დააბრალო, მაგრამ საქმე ის არის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ყავს მხარდამჭერი ევროპის სახალხო პარტია, რომელიც გადამწყვეტი ძალაა ევროსაბჭოში და იმის მიუხედავად, სად არის სიმართლე, ამ პოლიტიკური ძალის მომხსენებელს აბსოლუტურად არ აღელვებს. სახალხო პარტია იცავს „ნაციონალურ მოძრაობას“ და მიხეილ სააკაშვილს. აქედან გამომდინარე, ბევრი სიბრძნე და პრეზიდენტის სიმაღლე არ სჭირდება იმაში გარკვევას, რომ ჩვენი სიმართლე ევროპის სახლახო პარტიას არ აინტერესებს და ეს ჩვენი დაბალი კვალიფიკაციის ბრალი არ არის. სადაც კი შეხვედრა გვქონდა, ყველგან გვითხრეს, მართალი ხართო, მაგრამ მერე დარბაზში შემოვიდა მხოლოდ ის ხალხი, ვინც მხარს „ნაციონალებს“ უჭერდა და არ შემოვიდნენ ისინი, ვინც მხარს ჩვენ გვიჭერდა.
-შეუძლებელია პრეზიდენტს წარმოდგენა არ ქონდეს, ევროსაბჭოს შიდა პოლიტიკურ ძალთა გადანაწილებაზე და ა მის მიუხედავად, ის საქართველოს წარმომადგენლობას ხმამაღლა აკრიტიკებს. ხომ არ ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ რომ იგი „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს ახმოვანებს, რომლის ძირითადი მეთოდიც საზოგადოების თვალში ხელისუფლების რეპუტაციის დაკნინებაა?
-არა მგონია, რომ რამეს ახმოვანებს. ვფიქრობ, რომ გიორგი მარგველაშვილი ამ საკითხებს კარგად არ იცნობს და მას ლოგიკურად ასე ჰგონია, რადგან ჩვენზე მაღალი აზრის არ არის. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მე, როგორც დელეგაციის წევრი, გიდასტურებთ, რომ გიორგი მარგველაშვილის მოსაზრება სიმართლეს არ შეეფერება. თვეებით ადრე, ჩვენ ყველაფერი მივწერეთ, შევქმენით 100 გვერდიანი დოკუმენტები, რომელიც წინ დავუდეთ, კოლოსალური მუშაობა ჩავატარეთ, მაგრამ სახლახო პარტიის პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი წევრია და იცავს თავის წევრს.
-ისეთი საერთაშორისო ორგანიზაცია, როგორც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაა, სახელმწიფოების ურთიერთობებს მოიცავს, როგორ შეიძლება, რომ ერთი პოლიტიკური ძალა ღიად ლობირებდეს გარკვეულ ჯგუფს, რომელიც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებს?
-გეუბნებით, რომ სახალხო პარტიას საქართველო კი არა, „ნაციონალური მოძრაობა“ აინტერესებს. ევროსაბჭოს რეზოლუციაში ნათქვემია, რომ საქართველო იყენებს წინასწარი დაკავების ინსტიტუტს პოლიტიკური მოტივით და ვანო მერაბიშვილი, ბაჩანა ახალაია და გიგი უგულავა არიან პოლიტიკური პატიმრები. ევროპის საბჭოს რეზოლუცია თავიდან ბოლომდე ყალბია, იქ ყველა სიტყვა ტყუილი წერია და ევროპის საბჭოში ეს პირველად არ ხდება. მაგალითად, მოხსენებაში ეწერა, რომ საქართველოში ნახევარი მთავრობა დაჭერილია, მეორე ნახევარი კი, ქვეყნიდან არის გაქცეული, რაც სიმართლეს არ შეეფერება, მაგრამ იქ ასე წერია. სახალხო პარტიის მომხსენებლმა ხელიდან არ გაუშვა შანსი, რომ წინასწარი დაკავების ვადების გამო, საქართველოს ბევრი საყვედური უთხრან. ჩვენ იქ უძლურნი ვართ, მე არ ვანიჭებ ამას ისეთ დიდ მნიშვნელობას, რამდენადაც საქართველოს პრეზიდენტი. უბრალოდ, ერთხელაც თუ დაინტერესდება ამ საკითხით, ჩვენ შეგვიძლია ინფორმაცია მივაწოდოთ და თუ ზეპირად იცის, რომ ჩვენ არ ვვარგივარ, ასე მეც შემიძლია მასზე რაღაცეები ვილაპარაკო.
-იქიდან გამომდინარე, რომ გიორგი მარგველაშვილი სახელმწიფოს პირველი პირია და ის თავის მოსაზრებებს ზედაპირულად გამოთქვამს, გამოდის, რომ მას კომპეტენტურობასთან ერთად პასუხისმგებლობაც აკლია?
საქართველოს პირველი პირი იცნობს თავად რეზოლუციის სულელურ ტექსტს და ფიქრობს, ამას ევროპელები როგორ იკადრებდნენ, ალბათ, საპარალამენტო დელეგაცია არ ვარგაო. მარგველაშვილმა რომ იცოდეს, ეს ხალხი მიხეილ სააკაშვილთან ორ-ორჯერ როგორ არის ჩამოსული თელვაში, ღვინო აქვთ დაწურული, როგორი ნაჭამ-ნასვამები არიან, რა პატივისცემაში ყავდათ და ვინაა პედრო აგრამუნტი, მე და თედო ჯაფარიძეს არ დაგვაბრალებდა ამ „საშინელ რეზოლუციას“. უნდა გითხრათ, რომ ამ დოკუმენტის პოლიტიკური ფასი რეალურად არაფერია. გვეუბნებიან, რომ ვანო მერაბიშვილი დამნაშავე არ არის და გაათავისუფლეთო. უბრალოდ, უკანა რიცხვით ასეთი რამ წერია, რაც იურიდიული თვალსაზრისით ღრმა სისულელეა.
-ევროპის საბჭოში მეგობარი ქვეყნების კოლეგიალობასა და საქართველოსთან კეთილგანწყობილ დამოკიდებულებაზე არაერთხელ თქმულა და დადასტურებულა კიდეც, განსაკუთრებით რუსულ აგრესიასთან დაკავშირებულ საკითხებში. ხომ არ უნდა ვიფიქროთ, რომ ამ მიმართულებით ევროპელების მხრიდან რაღაც შეიცვალა?
-სხვათაშორის, მინდა გითხრათ, რომ ჩვენმა კოლეგებმა უკრაინიდან საქართველოს ხელისუფლების ამ ლანძღვა-გინებას ერთხმად დაუჭირეს მხარი. ჩვენ ვითომ ერთად ვართ ევროპისკენ ინტერგაციის გზაზე, მაგრამ როცა საქმე საქმეზე მიდგა, უკრაინამ, მოლოდვამ და სხვებმაც, მხარი იმას დაუჭირეს, რაც ელემენტარულად სიმართლე არ არის, თანაც ისე, რომ არავინ გაერკვა ვითარებაში. ევროპის სახალხო პარტიას პირდაპირ და ღიად ნათქვმი აქვს, რომ მას არ ადარდებს სიმართლე, არამედ მიხეილ სააკაშვილი, არ დაგაჩაგვრინებთ ჩვენს პარტიასო და ასეც შვრებიან. ევროპის ქვეყნების ხელისუფლებების უმრავლესობაში არიან სახალხო პარტიის ტიპის მემარჯვენე პარტიები, სოციალისტები მხარს გვიჭერდნენ, მაგრამ 25 კაცზე მეტი დარბაზში ვერ შევიყვანეთ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ევროპის საბჭოს აზრი გაიყო. თუ მართლა ყველა წევრი იქნებოდა დარბაზში, ჩვენ მათ მოვუგებდით და რეზოლუცია ვერ გავიდოდა, მაგრამ სახალხო პარტიამ მოახრეხა თავისი წევრების მობილიზაცია, ხოლო საქართველომ ვერ მოახერხა იგივეს გაკეთება. ჩვენი ხელისუფლება უძლური აღმოჩნდა ბრძოლაში. ვეუბნებოდით ადამიანებს, შემოდი და ხმა მოგვეციო, ისინი გვპასუხობდნენ, მართლები ხართო, მაგრამ არ შემოდიოდნენ დარბაზში. მე შემიძლია გიორგი მარგველაშვილს სხვა დეტალებიც მოვუყვე.
-როგორ ფიქრობთ, პერმანენტულად ასეთ ვითარებაში ყოფნა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლება მოუტანს საერთაშორისო არენაზე უარყოფით შედეგს, თუ ზარალდება სახელმწიფოს ინტერესები, რომელიც გარკვეული დროის შემდეგ, საგარეო კუთხით რეალურად აისახება?
- არავითარ შემთხვევაში არ მოიტანს არავითარ უარყოფით შედეგს, რადგან მომავალში, თუ გამოსწორდა და 9 თვეზე მეტი აღარ იქნება წინასწარი პატიმრობის ვადა, იტყვიან, რომ ჩვენი მიღებული რეზოლუციის შემდეგ საქართველომ შეცდომა გამოასწორაო, თუმცა, ის ახლა უკვე გამოსოწრებულია. რაც უფრო ცუდ რეზოლუციას მიიღებენ ახლა, მით უფრო მეტი შანსი აქვს მომავალ მთავრობას თქვას, ცუდი მდგომარეობა როგორ გამოასწორა. ეგ არის, რომ როცა ასეთ ვიტარებაში იქ ხარ, გული გისკდება, რომ სიმართლე იცი და იმარჯვებს სიცრუე. ეს ის უბედურებაა, რომელიც სჭირდა ტროას მეფის პრეამასას ქალიშვილ კასანდრას, რომელსაც ქონდა წინასწარმეტყველების უნარი, მაგრამ ხალხის დარწმუნების უნარი არ ქონდა. საქართველოს ხელისუფლებას კასანდრას კომპლექსი სჭირს, ამბობს სიმართლეს, მაგრამ არ უჯერებენ იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავის დროზე მოიპივა ძალიან სერიოზული ქოლგა ევროპის სახალხო პარტიის სახით.
-შესაძლებელია თუ არა, თუ არა ეს ქოლგა ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებზე აისახოს, თუნდაც იმ გაგებით, რომ ერთ წელში საპარლამენტო არჩევნებია....
- „ნაციონალური მოძრაობა“ იმ ხმებს, რაც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში აიღო, 2016 წელში ვეღარ აიღებს. მე არ ვიცი, „ნაციონალურ მოძრაობას“ ევროსაბჭოში საქართველოს სახელის გატეხვა რაში სჭირდება, ალბათ, ვიზა-ლიბერალიზაცია რომ ვერ მივიღოთ, მაგრამ არჩევნებზე ეს ვერანაირ ზემოქმედებას ვერ მოახდენს. აბსოლუტურად არ აღელვებს საქართველოს მოსახლეობას პედრო რას იტყვის სტრასბურგში, ამით „ნაციონალურ მოძრაობას“ საქართველოში ხმები არ მოემატება. „ნაციონალური მოძრაობის“ დაპატიმრებულ ლიდერებზე სასამართლო გამამტყუნებელი უკვე განაჩენი ძალაშია შესული. სანამ ესენი ამ სასამართლოს გადაწყვეტილებას არ გაასაჩივრებენ, ევროპის სასამართლო ვიდრე არ იტყვის, მათ არასწორად მიუსაჯეს, მანამდე სამივე კრიმინალია. მეტსაც გეტყვით, ეს სამი ადამიანი უსამართლდაც რომ ისხდნენ ციხეში, ესეც ვერაფერს მისცემს „ნაციონალურ მოძრაობას“. უბრალოდ, ამათ მეტი სასჯელი ეკუთვნოდათ და ნაკლები შეხვდათ, რადგან 2012 წელში სამივე ამნისტიაში მოვახვედრეთ. პირადად მე, ხალხის ციხეში ჯდომა არ მიხარია, მაგრამ იმ ლოგიკით, რომ ვანო მერაბიშვილი ციხეში ზის და ხმა მომეცითო, „ნაციონალური მოძრაობა“ შორს ვერ წავა. გოგა ბოკერია რომ ხელში მეგაფონს დაიკავებს და ყვირილს დაიწყებს, რა ჩიტსაც დაიჭერს, მაგასაც ვნახავთ. „ნაციონალურ მოძრაობას“ მძიმე დღეები იმიტომ დაუდგა, რომ მათ ლიდერი ვერ იპოვნეს. როცა ლიდერობას ოდიოზური ფიგურა კისრულობს, რომელიც ხალხს არ უყვარს, ამას ვერაფერს უზამენ. “ნაციონალური მოძრაობა“ ახლა „თავისუფალი დემოკრატების“ და ირაკლი ალასანიას მეტოქეა მეორე ადგილისთვის ბრძოლაში, ჩვენ გამარჯვება გარანტირებული გვაქვს. ჩვენი დამსახურებების გარდა, ოპოზიცია გვყავს ისეთი, რომ თუ რამე კატასრტროფულად არ შეიცვალა 1 წლის განმავლობაში, ახლანდელი გამოკითხვების მიხედვით, კოალიცია „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში კვლავ მოვა.
- საზოგადოების უკმაყოფილება სახელისუფლებო გუნდის მიმართ, რომელიც მიცემული დაპირებების შეუსრულებლობას გულისხმობს, თქვენს რეიტინგზე არ აისახება?
-საწყენია, რომ რაღაცეები ვერ გავაკეთეთ, მაგრამ ყველაფერი ცუდად არ გაგვიკეთებია. მაგალითად, ჯანდაცვის სფეროში ძალიან სერიოზული რეფორმა განვახორციელეთ. ვიტყოდი, რომ მე არ ვიცნობ ქვეყანას, სადაც საყოველთაო დაზღვევა ისე მოქმედებს, როგორც საქართველოში. ამ სფეროში დიდი გარღვევა მოხდა, ძნელი იყო, მაგრამ გავაკეთეთ.
”პრაიმნიუსრჯორჯია”, ხათუნა ხატიაშვილი
პოლიტიკა
- კოლექტიური „ნაცმოძრაობისთვის“ მამუკა მდინარაძის საჯარო პოლიტიკაში დაბრუნება შოკის მომგვრელი იყო - არჩილ გორდულაძე
- ხელისუფლების ამჟამინდელი კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის წევრობის გზას, უწყვეტი და მიზანმიმართული რიტორიკა ევროკავშირის წინააღმდეგ უფრო მეტად უთხრის ძირს საქართველოს ევროკავშირისკენ სწრაფვის დამაჯერებლობას - წარმომადგენლობა
- ირანის ელჩმა თავზე დაგვახურა ქვეყანას სამჯერ ზედიზედ და ერთი კომენტარი მაინც ნახეთ? ჰერჩინსკიმ ჩვეულებრივი კომენტარი გააკეთა და საგარეო საქმეთა სამინისტროში იბარებენ - ზურაბ ჯაფარიძე
- ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას მიმართავს
საზოგადოება
- “390 000-ზე მეტი ბავშვი რეგისტრირებულია სოციალურად დაცვის ბაზაში და აქედან - 270 000 იღებს შემწეობას”
- PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
- საქართველოში 15-17 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
- დღეს აღვნიშნავთ ქართული ენის სილამაზეს, უნიკალურობას, დედაენის დღეს ვულოცავთ ქართველ მეგობრებს - აშშ-ის საელჩო
სამართალი
- რაჭაში დააკავეს პირი, რომელმაც სტუმრად ყოფნისას, ცოლ-ქმარს ცივი იარაღის მუქარით მათ სახელზე რეგისტრირებული საცხოვრებელი ბინის გადაფორმება და თანხა მოსთხოვა, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და მიიმალა
- არასრულწლოვნები თბილისში სასურსათო მაღაზიებსა და სააფთიაქო ქსელებს ძარცვავდნენ, ერთ-ერთმა, ასევე, გაძარცვა ტაქსის მძღოლი და მის ნივთებს, მათ შორის საბანკო ბარათებს დაეუფლა - დაკავებულია 4 პირი
- ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
- დააკავეს არასრულწლოვანი, რომელიც თანამზრახველთან ერთად, თბილისში მდებარე სხვადასხვა მაღაზიათა ქსელში წინასწარი შეთანხმებით შედიოდა - ძალის გამოყენებით, ჯამში 6000 ლარამდე თანხა გაიტაცეს
მსოფლიო
- პოლონეთი უკრაინის დახმარებით დრონების არმადას ქმნის - დონალდ ტუსკი
- ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, „ჰეზბოლამ“ გასულ ღამეს ისრაელზე იერიში მიიტანა, რის შემდეგაც საპასუხო დარტყმები განახორციელეს
- ერთ დღეს, უკრაინაში, ეს ომი დასრულდება და ისტორია იკითხავს, ვინ რა გააკეთა, ვინ იმოქმედა და ვინ აირჩია სიმამაცე, უკრაინამ უკვე გასცა პასუხი - პრინცი ჰარი
- ევროკავშირი, ვიქტორ ორბანის წასვლის შემდეგ, უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანების პროცესს აჩქარებს - Politico
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა“ ბიზნესისთვის - კომპანიამ სადისტრიბუციო სექტორს ფლიტ მენეჯმენტის ახალი სტანდარტი წარუდგინა
- Premium Machinery Armenia ქართულ-სომხური ბიზნესასოციაციის პრეზენტაციაზე
- ციფრული ტრანსფორმაციის პრაქტიკული შედეგები: როგორ ცვლის „თეგეტა ჰოლდინგი“ იურიდიულ პროცესებს Lawformer-თან პარტნიორობით
- Tegeta Comfort - დაზოგე დრო და შეაკეთე ავტომობილი სერვისცენტრში ვიზიტის გარეშე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















