მოსამართლემ ნიკა გვარამია 500 ლარით დააჯარიმა

საქართველო, თბილისი - 12:26 | 13.05.2016
ნანახია: 2581

მოსამართლემ ნიკა გვარამია 500 ლარით დააჯარიმა სასამართლოს უპატივცემულობის გამო. "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე 2 შუამდგომლობა დააყენა. ის სასამართლო პრეცესის გადადებას ითხოვს, რადგან ტელეკომპანია საქართველოს ყადაღაზე სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილი არ არის. გვარამიას თქმით, ეს გარემოება ხელს უშლის მხარის პოზიციის ჩამოყალიბებას.

"რუსთავი 2"-ის დირექტორმა ასევე მოითხოვა სასამართლო სხდომის თავმჯდომარის ნატა ნაზღაიძის აცილება. გვარამიას განმარტებით მოსამართლე ნაზღაიძე "რუსთავი 2"-ის მხარეს ზღუდავს და აზრის დამთავრების საშუალებას არ აძლევს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე