გურჯაანში პოლიციის ეკიპაჟს ცეცხლი გაუხსნეს

საქართველო, თბილისი - 14:53 | 11.05.2016
ნანახია: 1661

გურჯაანში პოლიციის ეკიპაჟს ცეცხლი გაუხსნეს. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა.

ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, მას ამ დრომდე ეძებენ.

სროლის შედეგად არავინ დაშავებულა.  

მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, გამოძიება 353-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პოლიციის მუშაკის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ, წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლას და მისი საქმიანობის შეწყვეტას გულისხმობს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე