კანში რიგით 69-ე კინოფესტივალი იხსნება

საქართველო, თბილისი - 13:05 | 10.05.2016
ნანახია: 1767

კანში რიგით 69-ე კინოფესტივალი იხსნება. ფრანგული რივიერა ხვალიდან 22 მაისის ჩათვლით 45 ათასს სტუმარს ელოდება.

პარიზისა და ბრიუსელის ტერაქტების შემდეგ, ქალაქში უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს. ფესტივალების სასახლესთან და ქალაქის სხვა ქუჩებზეც ასობით პოლიციელი იქნება მობილიზებული. კანში ჩავიდა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი და პირადად შეამოწმა შეესაბამება თუ არა ნორმებს მიღებული ზომები.

კანის კინოფესტივალი ვუდი ალენის ფილმის ჩვენებით ხვალ გაიხსნება და ჟიური გამარჯვებულ რეჟისორს 22 მაისს გამოავლენს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე