დღეს, ნინო ბაშარულის საქველმოქმედო საღამო გაიმართება

საქართველო, თბილისი - 10:53 | 10.05.2016
ნანახია: 1821

10 მაისს, 20:00 საათზე, "სამეფო უბნის თეატრში" გაიმართება ნინო ბაშარულის მუსიკალური პროექტის „ეთნოგენი" პრეზენტაცია.

მომღერალი, პიანისტ დინი ვირსალაძესთან და სხვა ინსტრუმენტალისტებთან ერთად, საზოგადოებას გააცნობს სხვადასხვა ქვეყნის ეთნო-მუსიკასა და საავტორო ნამუშევრებს. კონცერტი მთლიანად ცოცხალი შესრულებით ჩატარდება და იგი საქველმოქმედო ხასიათისაა.

პროექტი ხორციელდება ააიპ რეგიონების განვითარების ფონდის მიერ, თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით.

თეატრის ფოიეში გაიმართება ბრენდული სახელოსნოების მიერ შემოწირული ხელნაკეთების გამოფენა-გაყიდვა და შეგროვილი თანხა, ისევე როგორც ბილეთების გაყიდვით შემოსული, გადაირიცხება ბერი ანდრიას სახელობის ფონდში, რომელიც ეხმარება ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე