Royal Crown Cola- ს ამერიკული წარმატების 111 წლიანი ისტორია საქართველოში გრძელდება
საქართველო, თბილისი - 14:57 | 06.05.2016 ნანახია: 1695
“დამზადებულია საქართველოში” - წარწერა კიდევ ერთ ლეგენდარულ ამერიკულ პროდუქტზე გაჩნდა. სასმელი, რომლის ჩამოსხმა ჯორჯიის შტატში 1905 წელს დაიწყო 111 წლის შემდეგ უკვე საქართველოში იწარმოება.
როგორც ს.ს ქართული ლუდის კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ცეზარ ჩოჩელმა განმარტა, ამერიკული ბრენდი, რომელიც შეერთებულ შტატებში გაზიან-გამაგრილებელი სასმელების სამეულში შედის, ორიენტირებული იქნება როგორც შიდა მოხმარების ბაზარზე, ასევე იმპორტზეც. ჩოჩელმა აღნიშნა, რომ პროდუქციის პირველი პარტიები აფრიკის კონტინენტზე გაიგზავნება. კომპანიის ხელმძღვანელს იმედი აქვს, რომ საქართველოს ბაზარზე ანალოგების ჩანაცვლება სწორედ ამ ბრენდით მოხდება. არსებობს მრავალი მიზეზი, იმისა რომ RC Cola - ს სხვა კონკურენტებთან შედარებით უპირატესობა მიენიჭოს. პრეზენტაციას აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები და Royal Crown Cola-ს ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
„Royal Crown Cola - ეს უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ გამაგრილებელი სასმელი. უცვლელი გემო და თავისუფლება. სწორედ ეს თვისებები გამოარჩევს Royal Crown Cola – ს სხვა გამაგრილებელი სასმელებისგან და მას უძველესი ისტორია გააჩნია. სასმელი რომელიც საუკუნეზე მეტია, ამერიკული პოპულარული კულტურის გამორჩეული ნაწილია, საქართველოს ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდება“ - გნაცხადა - Royal Crown Cola- ს ბიზნესის განვითარებისა და მარკეტინგის ვიცე პრეიზიდენტმა მოში კოჰენმა.
აშშ-ის საელჩოს პოლიტიკურ-ეკონომიკური სექციის ხელმძღვანელის მოადგილის ბ-ნი ქრისტიან მურის განმარტებით RC Cola -ს საქართველოში შემოსვლა ძალიან მნიშვნელოვანი და სიმბოლური თარიღია „ 111 წლის შემდეგ არსი კოლა ჯორჯიის შტატიდან ჯორჯიაში, იგივე საქარველოში შემოვიდა. წარმატებას ვუსურვებ ამ ახალ და ძალზედ საინტერესო წამოწყებას საქარველოში „ - განაცხადა ქრისტიან მურმა.
შეგახსენებთ, RC Cola -ს წარმოება ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჯორჯიის შტატში, 1905 წლიდან დაიწყო. სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო მისი ეროვნულ სასმელად ჩამოყალიბება.
პოლიტიკა
- „თავისუფლება სინდისის პატიმრებს - მადლობა ბრძოლისთვის“ - ფილარმონიიდან პარლამენტისკენ მსვლელობა იმართება
- სრული ბოდვაა, ქვეყნის შიგნით რა კანონებია საჭირო, ხელისუფლება გადაწყვეტს - კახა კალაძე „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე
- მინდა, ვუთხრა რეჟიმის ყველა მსხვერპლს - თქვენ მოიპოვეთ ახალი მნიშვნელოვანი მექანიზმი იმისთვის, რომ ამ რეჟიმმა პასუხი აგოს სამართლებრივად ყველა დარღვევაზე - სალომე სამადაშვილი
- ეუთო-ს რეკომენდაციები ან უნდა შესრულდეს, ან დადგება ანგარიშში აღწერილი პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგები - ლონდა თოლორაია
სამართალი
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
- თინა ხიდაშელი და გუბაზ სანიკიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს
მსოფლიო
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
- ჩვენ მთლიანად ვანადგურებთ ირანის ტერორისტულ რეჟიმს, ნახეთ, რა დაემართებათ დღეს ამ შეშლილ ნაძირლებს, მე, როგორც აშშ-ის პრეზიდენტი, ვკლავ მათ, დიდი პატივია ამის გაკეთება - დონალდ ტრამპი
- ერაყში, სამხედრო ბაზაზე დრონების თავდასხმის შედეგად ერთი ფრანგი სამხედრო დაიღუპა და ექვსი დაიჭრა
- ევროკავშირის სანქციები იმ ადამიანებზეც უნდა გავრცელდეს, ვინც პასუხისმგებლები არიან საქართველოში დემოკრატიის განადგურებაზე - მალგოჟატა გოშევსკა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















