ოკუპირებული აფხაზეთი სეპარატისტულ დნეპრისპირეთთან ე.წ. უვიზო მიმოსვლას აამოქმედებს

საქართველო, თბილისი - 14:43 | 06.05.2016
ნანახია: 2401

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებამ სეპარატისტულ დნეპრისპირეთთან უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების ე.წ. პროექტი დაამტკიცა.

აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის ვიაჩესლავ ჩირიკბას თქმით, აფხაზეთიდან დნეპრისპირეთში და პირიქით, მოგზაურობა ადამიანებს მხოლოდ ერთი ე.წ. პირადობის დამადასტურებული მოწმობის წარდგენის შემდეგ 90 დღის განმავლობაში შეეძლებათ.

ე.წ. მინისტრის თქმით, უახლოეს მომავალში ასეთივე პროექტი ვენესუელასთანაც მომზადდება.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე