წნორში გაუჩინარებული ქალი გარდაცვლილი იპოვეს

საქართველო, თბილისი - 12:16 | 06.05.2016
ნანახია: 1565

ორდღიანი ძებნის შემდეგ, წნორში გატაცებული ქალი გარდაცვლილი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა.

დაკავებულია სოფელ საქობოში მცხოვრები მამაკაცი, რომელიც წარსულში ნასამართლევია. სიღნაღში მცხოვრები 58 წლის ელიზა გელაშვილი წნორიდან 2 დღის წინ, იმ დროს გაუჩინარდა, როდესაც სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდა.

თავდაპირველად, გატაცებულ ქალს ოჯახი და სოფელი საკუთარი ძალებით ეძებდა. მოგვიანებით კი, სამძებრო სამუშაოებში მაშველები და პოლიცია ჩაერთო. 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე