ხარძიანის საქმეზე უდესიანსა და მუხაძეს ბრალდებულებად ოფიციალურად დღეს სცნობენ

საქართველო, თბილისი - 10:12 | 06.05.2016
ნანახია: 1538

გია უდესიანს და სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულების ყოფილ დირექტორს, ალექსანდრე მუხაძეს, ბიზნესმენ ბესო ხარძიანის არაადამიანური მოპყრობის საქმეზე ბრალდებულებად ოფიციალურად დღეს სცნობენ.

ვინაიდან არც ერთი მათგანი საქართველოში არ იმყოფება, ბრალის დადგენილებას ადვოკატები ჩაიბარებენ. დღესვე გადაეცემა დაცვის მხარეს საქმის მასალები.

საქმე ეხება კუს ტბის წილების გადაფორმებას. გამოძიება სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულების ყოფილ დირექტორს და ბიზნესმენს, ბესო ხარძიანის არაადამიანურ მოპყრობაში სდებს ბრალს.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე