მოსკოვში რუსი ჟურნალისტი მოკლეს

საქართველო, თბილისი - 10:09 | 06.05.2016
ნანახია: 1695

მოსკოვში ”ახალი ამბების ნაციონალური სამსახურის” რედაქტორი ალექსანდრ რუბცოვი მოკლეს.

რუსული მედიის ინფორმაციით, 35 წლის ჟურნალისტის ცხედარი საკუთარ სახლში  დედამისმა იპოვა. არსებული ინფორმაციით, ალექსანდრ რუბცოვი 3 მაისს დღისით მოკლეს. მისი ბინა გაქურდულია. ჟურნალისტს ზურგში დანით შვიდი ჭრილობა აქვს მიყენებული. გარდაცვლილის სხეულზე ცემის კვალიც აღინიშნება.

სამართალდამცვმა ორგანოებმა მკლველობაში ეჭვმიტანილის ვინაობა დაადგინეს. Life-ის წყაროს ცნობით, მკვლელობის დღეს გარდაცვლილთან ერთად იმყოფებოდა მისი ახლო მეგობარი. სამართალდამცავები სავარაუდო მკვლელის ვინაობას არ ასახელებენ.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე