ქობულეთში 65 წლის მამაკაცის ლინჩის წესით გასამართლებას ითხოვენ

საქართველო, თბილისი - 10:56 | 03.05.2016
ნანახია: 1604

ქობულეთში 200-მდე ადამიანი ლინჩის წესით 65 წლის მამაკაცის დასჯას ითხოვს. მას მეზობლები პედოფილიაში ადანაშუელებენ და სავარაუდო ეჭვმიტანილის სახლში შეჭრას ცდილობდნენ.

ადგილობრივების თქმით, 65 წლის მამაკაცი მეზობლის 11 წლის გოგონასთან ცდილობდა სექსუალური კავშირის დამყარებას. ქობულეთელები ამბობენ, რომ  მამაკაცი წარსულში გაუპატიურებისთვის არის ნასამართლევი.

ბავშვის დედამ პოლიციას  მიმართა და დაკითხვაზეც იმყოფებოდა. გოგონა ფსიქოლოგების მეთვალყურეობის ქვეშა არის, სავარაუდო ეჭვმიტანილის აფთიაქსა და საცხოვრებელ სახლს კი პოლიცია იცავს, თუმცა სავარაუდო ეჭმიტანილის სახლს აქციის მონაწილეები უტევენ. ადგილზე გამოიძახეს სასრაფო დახმარებაც.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს წინასაგამოძიებო მოკვლევა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოწმეების დაკითხვა, მხოლოდ ამის შემდეგ დაზუსტდება აღიძვრება თუ არა სისხლის სამართლი საქმე.

 

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე