სოფელ კურზუში მომხდარი მკვლელბა გახნილია

საქართველო, თბილისი - 10:49 | 03.05.2016
ნანახია: 1444

შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და ჩხოროწყუს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1988 წელს დაბადებული გოგა ფ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით ჩხოროწყუში დააკავეს.

გამოიძების ინფორმაციით, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა მიმდინარე წლის 30 აპრილს, მარტვილის რაიონ სოფელ კურზუში, ურთიერთშელაპარაკებისას 1979 წელს დაბადებულ პაატა ბ-ს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პაატა ბ. საავადმყოფოში  გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძებო მოქმედებების შედეგად, გოგა ფ. ჩხოროწყუში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე