28 - 30 აპრილს, დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ და აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი

საქართველო, თბილისი - 11:58 | 28.04.2016
ნანახია: 1374

გარემოს ეროვნული სააგენტო  28 აპრილიდან  2 მაისამდე  მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს აქვეყნებს.  სააგენტოს ინფორმაციით, 28 - 30 აპრილს, დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ და აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, 29 აპრილს აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი.

1-ელ მაისს ღამის საათებში აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში შენარჩუნდება წვიმიანი ამინდი, დღისით ზოგან გამოიდარებს.

 ჰაერის ტემპერატურა საქართველოში +17, +22° იქნება. 2 მაისს შედარებით დათბება და ჰაერის ტემპერატურა +20, +25° იქნება.

                                  

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე