პენიტენციურ დაწესებულებებში სააღდგომო ამანათების შეგზავნა ხვალიდან იწყება

საქართველო, თბილისი - 18:23 | 27.04.2016
ნანახია: 1491

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულების/ბრალდებულებისთვის სააღდგომო ამანათების შეგზავნა ხვალიდან იწყება.

სამინისტროს ინფორმაციით, კანონით განსაზღვრული წესით, ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში ამანათების მიღება იწარმოებს 28, 29 და 30 აპრილს, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე.

 

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე