ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის გუმბათზე ჯვარი აღმართეს

საქართველო, თბილისი - 15:04 | 21.09.2015
ნანახია: 2593

მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის გუმბათზე ჯვრის აღმართვა დასრულებულია. 5,10 მეტრის სამაღლის 3,5-ტონიანი მოოქროვილი ჯვარი ტაძრის გუმბათზე სპეციალური ტექნიკის დახმარებით აიტანეს.

ადგილზე იმყოფება სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქი ილია მეორე.

ჯვრის აღმართვას მახათას მთაზე ათობით ადამიანი დაესწრო.მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის მშენებლობის დასრულება პატრიარქ ილია მეორეს აღსაყდრების 40 წლისთავისთვის - 2017 წლის 25 დეკემბრისთვის იგეგმება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე