დედა-შვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებული გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

საქართველო, თბილისი - 14:13 | 22.04.2016
ნანახია: 1572

დედა-შვილი კვეზერელების საქმესთან დაკავშირებით დანაშაულის შეუტყობინებლობის გამო დაკავებული ზურაბ ესიაშვილი სასამართლომ დღეს 3000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. თუმცა ესიაშვილი სასამართლო პროცესზე უკვე ბადრაგის გარეშე მოვიდა. მისი განმარტებით პატიმრობიდან ის პროკურატურამ გაათავისუფლა.

მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი იყო დაკავებული. ირაკლი კაკაურიძისთვის კი არც ბრალდება წაუყენებიათ და არც დაკავებული ყოფილა. მასთან დაკავშირებით პროკურორი ინფორმაციას საერთოდ არ ფლობს. 

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე