ნუცუბიძის ქუჩაზე სასურსათო მაღაზია გაქურდეს

საქართველო, თბილისი - 14:11 | 22.04.2016
ნანახია: 1508

ნუცუბიძის ქუჩაზე სასურსათო მაღაზია გაქურდეს. დილიდან ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლები.

შემთხვევას სწავლობენ კრიმინალისტებიც. დამნაშავეებმა, სავარაუდოდ, მაღაზიაში შეღწევა სამუშაო დღის დაწყებამდე შეძლეს. უცნობია, რა რაოდენობის თანხის წაღება მოახერხეს მძარცველებმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული ცხელ კვალზე გაიხსნა და დამნაშავეები უკვე დაკავებულები არიან. საქმე 177-ე მუხლის პირველი ნაწილით არის აღძრული.

 



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე