პროკურატურამ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ თანამშრომლებს ბრალი წარუდგინა
საქართველო, თბილისი - 13:37 | 21.04.2016 ნანახია: 2006
პროკურატურამ საქართველოს შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ თანამშრომლებს - არჩილ დავითულიანს და ნიკა ალიხანაშვილს განზრახ უკანონოდ დაკავების, მტკიცებულებების ფალსიფიკაციისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა.
ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2015 წლის 26 იანვარს, ქალაქ თბილისში, ოქროყანის გზაზე, საქართველოს შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა - ნიკა ალიხანაშვილმა და არჩილ დავითულიანმა მძღოლის სიმთვრალეზე შემოწმებისმიზნით, ვაჟა ჭინჭარაულის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა გააჩერეს, სადაც ასევე ისხდნენ ლაშა ავალიანი, იმედა და გიორგი წიკლაურები. ი.წიკლაურმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს გაჩერების მიზეზის ახსნა მოსთხოვა, რასაც ურთიერთშელაპარაკება მოჰყვა. ნ.ალიხანაშვილმა და ა.დავითულიანმა დამხმარე ეკიპაჟი გამოიძახეს, რომლის დანახვისთანავე მოახდინეს მოქალაქეთა მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის იმიტაცია.
ა. დავითულიანმა და ნ. ალიხანაშვილმა მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქეთა ქმედება არ შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს, არაადეკვატური და გადამეტებული ძალის გამოყენებით, თითქოსდა პოლიციელებისთვის ძალადობით წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე დააკავეს იმედა და გიორგი წიკლაურები. ა.დავითულიანმა ი.წიკლაურს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ნ. ალიხანაშვილმა კი უკანონოდ დაკავებისთვის კანონიერი სახის მიცემის მიზნით, მოახდინა მტკიცებულების ფალსიფიკაცია - დაიზიანა სამსახურებრივი ფორმა და გამომძიებელს წარუდგინა იგი დაზიანებული სახით.
არჩილ დავითულიანს ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 147-ე მუხლის პირველი ნაწილით და 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით, ხოლო ნიკა ალიხანაშვილს - სისხლის სამართლის კოდექსის 147-ე მუხლის პირველი ნაწილით და 3691-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან - რვა წლამდე ვადით ითვალისწინებს.
2016 წლის 21 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით თითოეულს 5 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















