ხურჩაში დაკავებულები გათავისუფლდნენ

საქართველო, თბილისი - 12:24 | 21.04.2016
ნანახია: 2214

12 პირი რუსმა ოკუპანტებმა ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარე სოფელში გუშინ დააკავეს. დაკავებულებს შორის იყვნენ არასრულწლოვნებიც.

გავრცელებული ინფორმაციით, მათი დაკავება მაშინ მოხდა, როდესაც მოქალაქეები ოკუპირებულ ტერიტორიაზე შემოვლითი გზებით ცდილობდნენ გადასვლას.

ისინი გალის ე.წ. იზოლატორში ჰყავდათ გადაყვანილი.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე