მოსამართლემ ყოფილი პოლიციელები დარბაზიდან გაათავისუფლა

საქართველო, თბილისი - 11:54 | 21.04.2016
ნანახია: 1501

მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა ყოფილი პოლიციელებისთვის წინასწარი პატიმრობის შესახებ არ დააკმაყოფილა და დარბაზიდან გაათავისუფლა. ნიკა ამილხანაშვილსა და არჩილ დავითულიანს აღმკვეთი ღონისძიების სახით 5 ათას ლარიანი გირაოს გადახდა დაეკისრათ.

ამილხანაშვილსა და დავითულიანს უკანონო დაკავებასა და მტკიცებულებების ფალსიფიკაციას ედავებიან. ყოფილი პოლიციელები კი საქმის ფალსიფიცირებაში თავად საგამოძიებო უწყებას ადანაშაულებენ. მათი განცხადებით, სისხლის სამართლის წესით დაკავება, რომელზეც სამართლწარმოება დაიწყო, სხვა ეკიპაჟმა განახორციელა.

ყოფილი სამართალდამცველები საქმეს მათ მიერ გაკეთებულ ფარულ აუდიო ჩანაწერებს უკავშირებენ, რაც პოლიციის მაღალჩინოსნების უკანონო ქმედებას ამხელს.

საქმის არსებითი განხილვა 31 მაისს 12 საათზე ჩაინიშნა. 

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე