გარევაჭრობის აკრძალვის მოთხოვნით გამართულ აქციაზე 4 პირი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 11:52 | 21.04.2016
ნანახია: 1406

 გარევაჭრობის აკრძალვის მოთხოვნით გამართულ აქციაზე 4 პირი დააკავეს. თბილისის ცენტრალური სადგურის მოედნის მიმდებარზე ტერიტორიაზე გარევაჭრობის აკრძალვას მარაზიებში მოვაჭრეები მოითხოვენ, რასაც გარემოვაჭრეები ეწინააღმდეგებიან.

აქციის მონაწილეებმა გზის სავალი ნაწილი გადაკეტეს. საპატრულო პოლიცია გზის გახსნას შეეცადა, რა დროსაც წინააღმდეგობის გაწევის გამო 4 პირი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 173-ე მუხლით მიმდინარეობს. 

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ გარე ვაჭრობა ნებარდართულია, რის გამოც ბაზარში და მაღაზიებში სავაჭროდ მოქალაქეები არ შედიან და პროდუქტებს ქუჩაში ყიდულობენ. მათივე თქმით, ეს მათ არათანაბარ პირობებში აყენებს, რადგან საკუთარ პროდუქციას ვეღარ ყიდიან. 
რაც შეეხებათ გარემოვაჭრეებს, ისინი აცხადებენ, რომ ბაზრობაზე გადასახაი ძვირია და მათ ამის საშუალება არ აქვთ.

აქციის მონაწილეები ქალაქის მერთან დავით ნარმანიასთან შეხვედრას ითხოვენ.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე