ლევილის მამულში ქართულ-ფრანგული კულტურის დღეები გაიმართა

საქართველო, თბილისი - 18:14 | 05.10.2015
ნანახია: 1976

საფრანგეთში, ლევილის მამულში ქართულ-ფრანგული კულტურის დღეები გაიმართა. ღონისძიება, რომელსაც ცამეტი წლის წინ ჩაეყარა საფუძველი, ყოველწლიურად ტარდება ლევილის მერიისა და ამხანაგობა "ქართული კერას" მიერ. წელს ქართულ–ფრანგულ კულტურის დღეებზე საკუთარი შემოქმედება საფრანგეთში არსებულმა ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლმა „ლაზმა“ წარმოადგინა.

ქართულ-ფრანგულ კულტურის დღეებში მონაწილეობა მიიღო დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, გელა დუმბაძემ, რომელიც საფრანგეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, აგრეთვე, საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ეკატერინე სირაძე-დელონემ და ლევილის მერმა, ერიკ ბრევიმ. ღონისძიებას საფრანგეთში მცხოვრები თანამემამულეებიც ესწრებოდნენ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე