2020 წლიდან თბილისიდან ბათუმში ჩასვლა 4 საათში იქნება შესაძლებელი
საქართველო, თბილისი - 14:04 | 18.04.2016 ნანახია: 2175
2020 წლიდან თბილისიდან ბათუმში ჩასვლა რკინიგზის მეშვეობით 5 საათის ნაცვლად 4 საათში იქნება შესაძლებელი. აღნიშნულს მოდერნიზაციის პროექტი ითვალისწინებს, რომელსაც ”საქრთველოს რკინიგზა” უკვე ახორციელებს.
დღეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, საქართველოს რკინიგზის მენეჯმენტთან ერთად თბილისი-მახინჯაურის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტის მიმდინარეობა დაათვალიერა და პროექტის ფარგლებში მერვე გვირაბის გახსნას დაესწრო. ”მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს რკინიგზას, მის ხელმძღვანელობას და ჩვენს ქვეკონტრაქორს, იმისათვის, რომ დღეს ჩვენ მერვე გირაბი, მოდერნიზაციის ფარგლებში პრაქტიკულად გავხსენით. ეს არის 1115მ-იანი გვირაბი, რომელზეც დაიხარჯა 12 მლნ შვეიცარიულ ფრანკზე მეტი და აქ დასაქმებული იყო 300ზე მეტი საქართველოს მოქალაქე”.- განაცახდა ქუმსიშვილმა. მინისტრის თქმით, პროექტის მთლიანი ღირებულენა 260 მლნ შვეიცარიული ფრანკია. ”საბოლოო ჯამში რაც მოდერნიზაციის პროექტი დასრულდება, ჩვენი რკინიგზის გამტარუნარიანობა გაიზრდება საწყის ეტაპზე 27 მილიონიდან 48 მილიონამდე. ხოლო საბოლოო ჯამში 100 მილიონ ტონა გამტარუნარიანობამდე, რაც რა თქმა უნდა, არის შემავსებელი ჩვენი სატრანსპორტო პოტენციალის, შესაბამისად ანაკლიის პორტის თანმდევი ინფრასტრუქტურა, იმიტომ რომ ჩვენ უნდა განვვითარდეთ პარალელურად და შესაბამისად სადაც გვაქვს ტრანზიტის განვითარების შესაძლებლობა უნდა მოხდეს ინვესტიციის განხორციელება. მთლინად, მოდერნიზაციის პროექტი არის 260 მილიონ შვეიცარიულ ფრანკზე მეტი. მოგეხსენებათ, რომ რკინიგზის მიერ გამოშვებული ევრობონდებით და მათი შემოსავლით ხდება მოდერნიზაციის პროექტის განხორციელება. სახელმწიფო ბიუჯეტიდან აღნიშნულზე ფული მიმართული არ არის, ვინაიდან სამომავლოდ რკინიგზას ევრობონდები საკუთარი შემოსავლებიდან ექნება გასასტუმრებელი, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ პროექტი სრულად საქართველოს რკინიგზის შემოსავლებით ფინანსდება”, - აღნიშნა ქუმსიშვილმა.
საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელის მამუკა ბახტაძის თქმით, პროექტი 2019 წელს დასრულდება. ”დღეს ჩვენ მოდერნიზაციის ფარგლებში დავასრულეთ მერვე გვირაბის გაყვანა. როგორც იცით, აღნიშნული პროექტი ფინანსდება რკინიგზის მიერ და მისი მიზანია გავზარდოთ გამტარუნარიანობა. პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებისთვის, ამიტომ ჩვენ მისი დასრულების ვადად განსაზღვრული გვაქვს 2019 წელი, რაც პირდაპირ კავშირშია ანაკლიის პორტის დამთავრებასთან. აღნიშნული პროექტის განხორციელებით, გარდა გამტარუნარიანობის ზრდისა, ვცდილობთ მნიშვნელოვნად შევამოკლოთ დრო, თბილისიდან შავი ზღვისპირეთის მიმართულებით, კონკრეტულად ბათუმის შემთხვევაში დრო შემცირდება ერთი საათით.”, -აღნიშნა ბახტაძემ. მისი თქმით, გამონთავისუფლებული მონაკვეთი შესაძლოა სამომავლოდ სატანსპორტო მაგისტრალად იყოს გამოყენებული. “აღნიშნულის შესახებ კონსულტაციებს გავდივართ ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან და ასევე ეკონომიკის სამინისტროსთან, რათა ის აქტივენი რაც ჩვენ დაგვრჩება, იქნეს გამოყენებული მაქსიმალურად ეფექტურად. კონსულტაციები გვაქვს ასევე გარემოს დაცვის სამინისტროსთანაც, რადგან უნიკალური ბუნებაა და გადაწყვეტილება უნდა იყოს ყველა მიმართულებით მიზანშეწონილი”, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
სს ”საქართველოს რკინიგზა” ინჟინერ კონსულტანტთა საერთაშორისო ფედერაციის ყვითელი წიგნით (FIDIC Yellow Book) დადგენილი ფორმისა და წესების შესაბამისად ახორციელებს თბილისი-მახინჯაურის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტს, რომლის საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია შპს ”ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი” 2011 წლის, 12 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად. სამუშაოების ზედამხედველობას, ახორციელებს, საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კომპანია - ILF-ისა და DB International-ის კონსორციუმი. პროექტის დასრულება დაგეგმილია 2019 წლის ბოლოს.
მოდერნიზაციის პროექტის მიზანია:
- მოძრაობის მაქსიმალური უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
- გამტარუნარიანობის გაზრდა;
- მგზავრობის დროის შემცირება;
- მაგისტრალის საოპერაციო პირობების გაუმჯობესება.
აღნიშნული მიზნების მისაღწევად, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 6 სარკინიგზო გვირაბის მშენებლობა, რომელთაგანაც ამჟამად უკვე დასრულებულია 3 გვირაბის მშენებლობა ჯამური სიგრძით 2 095 მეტრი. ამჟამად დასასრულს უახლოვდება სოფელ ბეჟათუბნის მიმდებარედ განთავსებული №8 სარკინიგზო გვირაბი, რომლის სიგრძეც შეადგენს 1125 მეტრს. ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები ქვიშხეთი-ზვარეს დამაკავშირებელ ორლიანდაგიან სარკინიგზო გვირაბზე, რომლის საპროექტო სიგრძეც შეადგენს 8350 მეტრს. მიმდინარე წელს ასევე დაგეგმილია სოფელ ძირულასთან მიმდებარედ არსებული №11 (875მ) და სოფელ ანიულასთან მიმდებარედ არსებული №7 (2190მ) გვირაბებზე სამშენებლო სამუშოების დაწყება.
აღსანიშნავია, რომ მოდერნიზაციის პროექტში ცვლილების შეტანამდე სამშენებლო სამუშოების წარმოება დაგეგმილი იყო ხაშური-ზესტაფონის სარკინიგზო გადასარბენზე, თუმცა დეტალური პროექტირების სტადიაზე მშენებელი, ზედამხედველი და სხვა მოწვეული კომპანიების მიერ მოლითი-ხარაგაულის მონაკვეთზე გამოვლენილ იქნა იმგვარი პრობლემური ადგილები, რომ პროექტის განხორციელება შეუძლებელი ხდებოდა, კერძოდ იგეგმებოდა:
- შენობებისა და არსებული ადგილობრივი გზების დანგრევა ისე, რომ არ იყო მისი აღდგენა გათვალისწინებული;
- მდინარეების არსებული კალაპოტიების დაკავება შესაბამისი საინჟინრო ჰიდროლოგიური ნაგებობების გარეშე;
- დაახლოებით 55 - 95 მ სიღრმის ჭრილების მოწყობა;
- დაახლოებით 40-45 მ სიმაღლის ყრილების მოწყობა;
გარდა ამისა ჩატარებული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ პირველადი პროექტით მცირდებოდა საუღელტეხილო მონაკვეთის გამტარუნარიანობა - 14.4 მილიონ ტონამდე წელიწადში მაშინ, როდესაც რკინიგზის ამჟამინდელი გამტარუნარიანობა შეადგენს 27 მილიონ ტონას წელიწადში.
საბოლოოდ, მშენებლობის ზედამხედველისა და რკინიგზის შესაბამისი დარგის ექსპერტების მონაწილეობით, სს „საქართველოს რკინიგზის“ საკონსულტაციო საბჭოსთან შეთანხმებით, შემუშავებულ იქნა მოდერნიზაციის პროექტის ცვლილების კონცეფცია, რომელიც ითვალისწინებს მოლითი-ხარაგაულის სარკინიგზო მონაკვეთისათვის განკუთვნილი სამშენებლო სამუშაოების გაუქმების ხარჯზე, ქვიშხეთი-ზვარეს დამაკავშირებელი მეორე საოპერაციო გვირაბის (8350 მ) მშენებლობას და ე.წ. მარყუჟის მონაკვეთისა (სოფ. ბეჟათუბანი) და სადგურ მოლითის იმგვარ რეკონსტრუქციას, რომელიც უზრუნველყოფს ახალაშენებული სარკინიგზო ინფრასტრუქტურის დაერთებას სადგურ მოლითში. აღსანიშნავია, რომ პროექტში შეტანილი ცვლილების შესაბამისად საუღელტახილო მონაკვეთზე სარკინიგზო გამტარუნარიანობა იზრდება 48 მილიონ ტონამდე ხოლო სრული ავტობლოკირების სისტემის დანერგვის შემთხვევაში კი მიაღწევს 100 მილიონ ტონას წელიწადში.
საგულისხმოა, რომ აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა საქართველოს მთავრობის ეკონომიკური საბჭოს 2015 წლის 13 ივნისის №8 და საქართველოს მთავრობის 2015 წლის, 3 ივლისს სხდომებზე რასთან დაკავშირებითაც გამოიცა №1404 განკარგულება „თბილისი-მახინჯაურის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტთან დაკავშირებით რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ.
პოლიტიკა
- სიმართლე არაა „ოცნების“ განცხადება, რომ ევროპარლამენტის გადაწყვეტილება ზღუდავს თავისუფალ მედიას, ეს ტელევიზიები დეზინფორმაციას ავრცელებენ - გიორგი შარაშიძე
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
მსოფლიო
- კიევში, რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა, მათ შორის ერთი ბავშვია, დაშავებულია 44, კიდევ 20-ს ეძებენ
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ სრულიად ახალი, მე-6 თაობის Toyota RAV4 წარადგინა
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა


















