E-Commerce Day 2025 – „თეგეტა ჰოლდინგი“ მომავლის ტექნოლოგიების მხარდამჭერი
საქართველო, თბილისი - 16:36 | 05.11.2025 ნანახია: 710
ქვეყნის ყველაზე მასშტაბური ელექტრონული კომერციის საერთაშორისო ღონისძიება წელს „თეგეტა ჰოლდინგის“ მონაწილეობით გაიმართა. E-Commerce Association Georgia-ს მიერ ორგანიზებულ რიგით მესამე კონფერენციაზე ადგილობრივი და უცხოური ბიზნესის წარმომადგენლები შეიკრიბნენ, მათ შორის თბილისში საგანგებოდ ჩამოვიდნენ ისეთი კომპანიებიდან, როგორებიცაა Amazon Web Service, IE Tech School, Visa. საავტომობილო სექტორს „თეგეტა ჰოლდინგი“ წარმოადგენდა, როგორც ინდუსტრიის ლიდერი საქართველოსა და რეგიონის ქვეყნებში.

ნიკა კოხოძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ ციფრული ტრანსფორმაციის ლიდი: „თეგეტასთვის“ ციფრული ტრანსფორმაცია ბიზნესის განვითარების ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, E-Commerce Association Georgia-სთან პარტნიორობა კი საუკეთესო პლატფორმაა იმისათვის, რომ ჩვენი ტექნოლოგიური გამოცდილება ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროფესიონალებს გავუზიაროთ.
თეგეტას ციფრული ტრანსფორმაცია ტრადიციულ ავტოსერვისს მონაცემზე დაფუძნებულ ბიზნესად გარდაქმნის. დღეს უკვე გვიჩნდება შესაძლებლობა, მომხმარებლებს მათი ავტომობილის ფლობაში პრობლემის წარმოქმნამდეც კი დავეხმაროთ — წინასწარ ვივარაუდოთ საჭიროებები, შევთავაზოთ ინდივიდუალური გადაწყვეტილებები და გავაუმჯობესოთ ავტოსერვისის გამოცდილება“.

E-Commerce კონფერენციის მთავარი თემები წელს ასე განისაზღვრა: ხელოვნური ინტელექტი იქომერსში, ლაივ და სოცმედია იქომერსი, ონლაინ სერვისების პლატფორმები. „შერატონ მეტეხი პალასში“ შეკრებილმა სტუმრებმა ერთმანეთს დაგროვებული ცოდნა და სამომავლო გეგმები გაუზიარეს.
უკვე დანერგილ სისტემებთან ერთად, „თეგეტას“ AI პროდუქტები, სამომავლო ტექნოლოგიური ხედვა და მიმდინარე პროექტები ჰოლდინგის ციფრული ტრანსფორმაციის ლიდმა წარადგინა.
კომპანია ამჟამად სამ ძირითად მიმართულებაზე მუშაობს: Tegeta App ჰოლდინგის მთავარი ციფრული არხია, რომელიც სერვისების დაჯავშნას, ჯარიმების გადახდას, პროდუქციის შეძენასა და პერსონალიზებულ შეთავაზებებს აერთიანებს. მეორეა Intelligent Shop და Product Catalogue. ეს არის ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული სისტემა, რომელიც მოიცავს კატალოგს, მარაგსა და მომხმარებლის მანქანის მონაცემებს. მისი დახმარებით როგორც მომხმარებელი, ისე კონსულტანტები კონკრეტული ავტომობილისთვის ნაწილის შესაბამისობასა და მის ხელმისაწვდომობას რეალურ დროში განსაზღვრავენ. დაბოლოს, Predictive -Maintenance მოდული - სისტემა, რომელიც მანქანის ისტორიისა და VIN მონაცემების საფუძველზე მომავალ საჭიროებებს პროგნოზირებს.
ნიკა კოხოძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ ციფრული ტრანსფორმაციის ლიდი: „თეგეტა ხელოვნურ ინტელექტს განიხილავს, როგორც მომავალ მობილობის ეკოსისტემის ცენტრალურ ბირთვს, სადაც მანქანა, სერვისი და მომხმარებელი ერთმანეთთან ერთიან კავშირშია. ჩვენი მიზანია, შევქმნათ ინტელექტუალური ჰოლისტიკური სისტემა, რომელიც სწავლობს ქცევას, პროგნოზირებს საჭიროებებს და ამავე დროს რეალურ დროში უკავშირდება ჩვენს ფილიალებსა და აპს “.
კომპანიაში აცხადებენ, რომ უახლოეს მომავალში „თეგეტას“ ექნება ციფრული მობილობის პლატფორმა, რომელიც ფიზიკურ და ვირტუალურ სამყაროს ერთ ჭკვიან სისტემაში გააერთიანებს.
E-Commerce Day ელექტრონული კომერციით დაინტერესებულ პირებს ერთი წლით დაემშვიდობა. ღონისძიებაზე ნათლად გამოიკვეთა, რომ ციფრული ტრანსფორმაცია აღარ არის მხოლოდ ტექნოლოგიური ტრენდი, არამედ ბიზნესების კულტურის ახალი ფაზაა. „თეგეტა ჰოლდინგი“ კი ამ ცვლილების ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეა რეგიონის მასშტაბით და ტრადიციას, ტექნოლოგიასა და ადამიანზე ორიენტირებულ ინოვაციას აერთიანებს.
--
„თეგეტა ჰოლდინგის“ შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით „თეგეტას“ 28 სერვისცენტრი აქვს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Lamborghini, Bentlye, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვები. „თეგეტა“ მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის იმპორტიორია საქართველოში. „თეგეტა ჰოლდინგი“, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
პოლიტიკა
- ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა, რომ აშშ-სთან პოლიტიკური დიალოგი გავაგრძელოთ და იმავეს მოველით აშშ-ს მხრიდან - მაკა ბოჭორიშვილი
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
სამართალი
- თბილისის საკრებულოსთან თორნიკე თოშხუა დააკავეს
- გორში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
- გიორგი ჭიღლაძეს 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა, ის დარბაზიდან გათავისუფლდა
- ალეკო ელისაშვილს სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მსოფლიო
- კიევში, რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 23 კი დაშავდა
- ძალიან ფრთხილად და გონივრულად უნდა ვიმოქმედოთ - დონალდ ტრამპი უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიის შესაძლო გადაცემაზე
- კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან - ვოლოდიმირ ზელენსკი
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















