ცირკულარული ეკონომიკა და მწვანე ინიციატივები - "თეგეტა გრინ პლანეტი" ლისაბონში საერთაშორისო კონფერენციაზე წარდგა
საქართველო, თბილისი - 13:14 | 31.10.2025 ნანახია: 3909
გარემოსდაცვითი ინიციატივები თანამედროვე სამყაროში ეკონომიკური და სოციალური განვითარების მნიშვნელოვან ნაწილად იქცა. მდგრადი განვითარება აღარ არის მხოლოდ იდეა - ის გახდა რეალური პროცესი, რომელიც ახალ შესაძლებლობებს ქმნის და გარემოზე ზრუნვას ეკონომიკურ სარგებელთან აკავშირებს.
ამ გლობალური ტრანსფორმაციის ფონზე „თეგეტა ჰოლდინგთან“ დაკავშირებული მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაცია (PRO) „თეგეტა გრინ პლანეტი“ ლისაბონში, ერთ-ერთ პრესტიჟულ საერთაშორისო კონფერენციაზე - RAR2025 - წარდგა, სადაც ცირკულარული ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების საკითხები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საბურავების გადამუშავების შედეგად მიღებული რეზინის ასფალტში შერევის საკითხს, რომელზედაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეულმა მწარმოებლებმა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებმა იმსჯელეს და წარადგინეს როგორც მათ მიერ დანერგილი ინოვაციური მიდგომები, ისე უახლესი კვლევები რეზინით მოდიფიცირებული ასფალტის გამოყენებისა და მისი უპირატესობების შესახებ.
ღონისძიებაზე „თეგეტა გრინ პლანეტის“ აღმასრულებელმა დირექტორმა პრეზენტაცია წარადგინა თემაზე: Circular Industry in Motion. შალვა ახვლედიანის გამოსვლამ საერთაშორისო მედიის ყურადღებაც მიიპყრო - სტატიები გამოქვეყნდა გამოცემებში The CEO Weekly და The Hudson Weekly.
შალვა ახვლედიანი, "თეგეტა გრინ პლანეტის" აღმასრულებელი დირექტორი: "თეგეტა გრინ პლანეტის" მონაწილეობა RAR2025-ზე მნიშვნელოვანი ეტაპია როგორც ქვეყნის, ისე კომპანიის განვითარების გზაზე. ეს ღონისძიება ხელს უწყობს საქართველოში საბურავების ნარჩენების ცირკულარულ ეკონომიკაში ჩართვას თანამედროვე და ინოვაციური მიდგომებით. კერძოდ, რეციკლირებული რეზინის ასფალტში შერევა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს გზის საფარის ხარისხსა და თვისებებს. ასევე, თითქმის აორმაგებს მის გამძლეობას.
ამასთანავე, ფორუმში მონაწილეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო კომპანიისთვის, რადგან RAR2025 ცირკულარული ეკონომიკისა და მდგრადი ინფრასტრუქტურის საერთაშორისო პლატფორმაა, რომელიც მოწინავე ქვეყნების გამოცდილებასა და საუკეთესო პრაქტიკებს აერთიანებს.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს პრაქტიკული მიღწევები ნარჩენების მართვაში, ინოვაციური მიდგომები და პროცესები, რაც აჩვენებს, როგორ შეიძლება, კერძო სექტორისა და სახელმწიფოს თანამშრომლობამ შექმნას მდგრადი, ეფექტური და ფუნქციონალური ეკონომიკური მოდელი“.
გამოყენებული საბურავები მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე რთულად სამართავ ნარჩენად მიიჩნევა. მათი უკონტროლო დაგროვება ან უკანონო დაწვა მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ეკოსისტემას. თუმცა, „თეგეტა გრინ პლანეტის“, Wasteless-ისა და სხვა მწარმოებლის გაფართოებული ორგანიზაციების ჩართულობით, საქართველოში ეს პრობლემა შესაძლებლობად იქცა და ახალი ეკონომიკური მიმართულება შეიქმნა ისტორიული პროექტის - საქართველოს პირველი ინდუსტრიული მასშტაბის საბურავების გადამმუშავებელი ქარხნის სახით, რომელიც 2026 წლის მესამე კვარტალში ამოქმედდება.
გადამმუშავებელი ქარხანა უახლესი ევროპული ტექნოლოგიებით აღიჭურვება და წელიწადში ათასობით ტონა საბურავის გადამუშავებას შეძლებს. მიღებული მასალები კი - ფოლადი, ტექსტილი და რეზინის გრანულატი - გამოყენებული იქნება გზების მშენებლობაში, სპორტულ მოედნებსა და ინდუსტრიულ წარმოებაში.

"ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ საბურავის ისტორიას ახალი დასასრული ჰქონდეს. იქ, სადაც ადრე ნარჩენი იყო, ახლა შესაძლებლობა იბადება. ყოველი საბურავი, რომელსაც ვამუშავებთ, ნიშნავს დაბინძურების თავიდან აცილებას და ამავე დროს ახალი ღირებულების შექმნას. ლისაბონში დამსწრე აუდიტორიისთვის აღნიშნული ინიციატივა იქცა მაგალითად, თუ როგორ შეუძლია კერძო სექტორსა და სახელმწიფოს ერთად შექმნან ცირკულარული ეკონომიკის ფუნქციონალური მოდელი", - აღნიშნავს შალვა ახვლედიანი.
გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება „თეგეტა გრინ პლანეტის“ საქმიანობის განუყოფელი ნაწილია. კომპანია დღეს მდგრადი განვითარების ბიზნესმოდელს წარმოადგენს, რომელიც ინოვაციას, ტექნოლოგიასა და პასუხისმგებლობიან მიდგომებს აერთიანებს.
კონფერენციაზე „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ნათლად წარმოაჩინა, რომ საქართველო არა მხოლოდ მიჰყვება გლობალურ სტანდარტებს, არამედ თავად ქმნის მდგრადი განვითარების მოდელს. კომპანიის ინიციატივები და ინოვაციური მიდგომები კი ქვეყანას შესაძლებლობას აძლევს, ცირკულარული ეკონომიკის სფეროში მნიშვნელოვანი გარდატეხა მოახდინოს და ახალი შესაძლებლობები გააჩინოს.
„თეგეტა გრინ პლანეტი“ „თეგეტა ჰოლდინგთან“ დაკავშირებული, არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც სპეციფიკური ნარჩენების მართვის ხელშეწყობისა და საავტომობილო ინდუსტრიაში ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების დანერგვის მიზნით შეიქმნა. კომპანია სპეციფიკური ნარჩენების - საბურავების, ზეთებისა და აკუმულატორების შეგროვებას, ტრანსპორტირებასა და გადამუშავებას უზრუნველყოფს. 2023 წლიდან დღემდე „თეგეტა გრინ პლანეტის“ ჩართულობით 4 000 ტონაზე მეტი ნარჩენი აკუმულატორი, 2 000 ტონამდე ნარჩენი ზეთი და 10 000 ტონაზე მეტი საბურავი შეგროვდა და ცირკულარული ეკონომიკის წესების შესაბამისად გადამუშავდა.
პოლიტიკა
- ევროსაბჭოს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე - გრიგოლ გეგელია
- „ნაციონალური მოძრაობა“ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, „მოქმედების სტრატეგიულ მიმართულებებს“ აყალიბებს
- ნანუკა ჟორჟოლიანმა წლების თავზე აღმოაჩინა, რომ ქართულ სუფრასთან პირველ სადღეგრძელოს უფლის სადიდებელს ამბობენ, ამან გვაჩვენა რამხელა უფსკრულია აგენტურულ პოლიტიკურ ჯგუფებსა და ქართველ ხალხს შორის - შალვა პაპუაშვილი
- კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება, ჩვენ ამას ვერ ამოვწურავთ - გიორგი გვარაკიძე
საზოგადოება
- „როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
სამართალი
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
მსოფლიო
- უკრაინის საკითხთან დაკავშირებით ევროპისა და აშშ-ის პოზიციები დაახლოვდა - ემანუელ მაკრონი
- ვოლოდიმირ ზელენსკი საკმაოდ კარგად უმკლავდება, ყოველ შემთხვევაში, პოზიციებს ინარჩუნებს, უნდა ვაღიაროთ, რომ ის მამაცია - დონალდ ტრამპი
- რუსეთმა საჰაერო თავდაცვის ძალები მოსკოვისა და ქერჩის ხიდის დასაცავად გადაისროლა - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ განაცხადა, რომ ქვეყანაში ავიასაწვავის მხრივ კრიტიკული ვითარება შეიქმნა და დაგეგმილი რეისების შესრულება ეკონომიკურ აზრს მთლიანად კარგავს
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
- „თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















