მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის „თეგეტა მოტორსის“ რჩევებით
საქართველო, თბილისი - 11:52 | 10.11.2025 ნანახია: 484
ზამთრის მოახლოებასთან ერთად, ამინდი მკვეთრად იცვლება - ტემპერატურა იკლებს, ხილვადობა რთულდება და გზებზე მოცურების რისკიც იზრდება. სწორედ ამიტომ ავტომობილის წინასწარი შემოწმება და სეზონისთვის მომზადება უსაფრთხო მგზავრობის აუცილებელი წინაპირობაა.
„თეგეტა მოტორსი“ მძღოლებს მოუწოდებს, ზამთრისთვის სამზადისს პასუხისმგებლობით მოეკიდონ და ავტომობილის გამართვისთვის მომხმარებელს სთავაზობს: 15%-იან ფასდაკლებას აკუმულატორების სრულ ასორტიმენტზე და გაორმაგებულ ქეშბექს ზამთრის საბურავებზე.

ლაშა ნარუსაშვილი, „თეგეტა მოტორსის“ ტექნიკური განვითარების მთავარი ოფიცერი: „თეგეტა მოტორსისთვის“ მომხმარებლების უსაფრთხო გადაადგილებაზე ზრუნვა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენი საქმიანობიდან გამომდინარე, მუდმივად ვცდილობთ, საზოგადოებას შევახსენოთ, რომ ავტომობილის მოვლა არა მხოლოდ კონკრეტულ სეზონს უკავშირდება, არამედ მთელი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანია. სწორად შერჩეული საბურავები, გამართული აკუმულატორი და დროულად გამოცვლილი ზეთი მნიშვნელოვნად ამცირებს გზაზე მოსალოდნელ რისკებს. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ მომხმარებლებს, შეხვდნენ ცივ სეზონს თავდაჯერებულად და მშვიდად - ისე, რომ ყოველი მგზავრობა იყოს უსაფრთხო და საიმედო“.
როგორ მოვამზადოთ ავტომობილი სეზონის ცვლილებისთვის?
ზამთრის საბურავები
საბურავი ავტომობილის ერთადერთი ნაწილია, რომელიც უშუალოდ ეხება გზას, ამიტომ მისი გამართულობა უმნიშვნელოვანესია. როცა ჰაერის ტემპერატურა 7°C-ს ჩამოსცდება, აუცილებელია ზაფხულის საბურავების შეცვლა. ზამთარში არასეზონური საბურავი ელასტიკურობას კარგავს და მოჭიდების უნარი უმცირდება, რაც მოცურების რისკს ზრდის.
ზამთრის საბურავზე აუცილებლად უნდა იყოს გამოსახული მთაში ჩახატული ფიფქის სიმბოლო. მსუბუქი ავტომობილისთვის პროტექტორის მინიმალური დაშვებული სიმაღლეა 3 მმ, ხოლო საბურავის გამოშვებიდან 10 წელზე მეტი არ უნდა იყოს გასული.

აკუმულატორის შემოწმება
ცივ ამინდში აკუმულატორი უფრო ძლიერ დატვირთვას განიცდის და მისი სიმძლავრე მცირდება. თუ ფარების სინათლე შესამჩნევად დასუსტდა ან დაქოქვისას სირთულეები შეინიშნება, სასურველია მისი სერვისცენტრში შემოწმება. აკუმულატორის საშუალო ექსპლუატაციის ვადაა 3-7 წელი, რის შემდეგაც აუცილებელია მისი შეცვლა.
ანტიფრიზის კონტროლი
ძრავის გამართული მუშაობისთვის აუცილებელია, გაგრილების სისტემაში შესაბამისი ხარისხის ანტიფრიზი იყოს. რესურსამოწურული სითხე დაბალ ტემპერატურაზე გაიყინება და ძრავას სერიოზულ ზიანს მიაყენებს. ამიტომ შემოდგომის ბოლოს მიზანშეწონილია ანტიფრიზის დონისა და მდგომარეობის შემოწმება.
მაშუქი ფარები და საქარე მინის საწმენდი სისტემა
მოკლე დღეებისა და ხშირი ნალექის პირობებში გამართული ფარები და საქარე მინის მწმენდავები გადამწყვეტ როლს თამაშობს. ამიტომ აუცილებელია, მძღოლები დარწმუნებული იყვნენ, რომ ფარები სწორად ანათებს, ხოლო მინის საწმენდ სითხეში დამატებულია ყინვაგამძლე კონცენტრატი. ჩვეულებრივი წყალი ზამთარში იყინება და ხედვის არეალს მნიშვნელოვნად ზღუდავს.
სამუხრუჭე სისტემა
თოვლიან და სველ გზებზე მუხრუჭების გამართულობა უმნიშვნელოვანესია. სეზონის ცვლილებისას რეკომენდებულია სამუხრუჭე დისკებისა და ხუნდების შემოწმება სპეციალისტის მიერ.
საგანგებო ნაკრები
გზაზე გადაადგილებისას სასურველია, მძღოლებს ავტომობილში ჰქონდეთ: სათადარიგო საბურავი, ფანარი, თოვლის იარაღები, თბილი პლედი და პირველადი დახმარების ნაკრები - მოულოდნელი შეფერხების დროს ეს ნივთები მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.
განსაკუთრებული შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
კომპანიაში კვლავ მოქმედებს „უსასრულო გარანტიის“ პროგრამა, რომელიც ვრცელდება პრემიუმ ბრენდების აკუმულატორებსა და საბურავებზე.
უსასრულო გარანტია ვრცელდება შემდეგი ბრენდების შეძენისას:
აკუმულატორები: Varta, Exide, Fiamm, Optima, Bex, Autopower, Feon, Akom, Monbat, Macpower, Energizer.
საბურავები: BRIDGESTONE, PIRELLI, CONTINENTAL, MICHELIN, YOKOHAMA, BF GOODRICH.
ზამთარი მეტ ყურადღებასა და პასუხისმგებლობას მოითხოვს - „თეგეტა მოტორსი“ კი მზად არის, მომხმარებლებს ეს პროცესი გაუმარტივოს. მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის წინასწარ, რათა მგზავრობა უსაფრთხო, კომფორტული და საიმედო იყოს.
--
„თეგეტა მოტორსის“ შესახებ: „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
პოლიტიკა
- დავუკავშირდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, შემდეგ კი შეხვედრა გავმართე - საქართველოში ირანის ელჩი
- ირანის ელჩს საქართველო არ უხსენებიაო, ამ ტყუილით შეიზილეს „ქოცებმა“ ქვეყნის შეურაცხყოფა, ახლა კიდევ მოლდოვის რუსულ-კომუნისტური სპექტრი ჩამოდის კრემლის ღია აგენტის, იგორ დოდონის მეთაურობით - ნიკა გვარამია
- მოლდოვის ყოფილმა პრეზიდენტმა, დეპუტატმა იგორ დოდონმა, მოლდოვის პარლამენტის წევრებთან ერთად საქართველოს პარლამენტში შეხვედრები გამართა
- მიუსაფარი ძაღლების თემა ძალიან სენსიტიურია და მისი გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის კატეგორიულად მიუღებელია - კახა კალაძე
საზოგადოება
- საქართველოში 5 აპრილამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
- საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს
- შესაბამისი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ, რატომ გავრცელდა ინფორმაცია მტკიცებითი ფორმით, თითქოს ცხოველებს ცოცხლად წვავენ - ლაშა ავალიანი
- „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ ეკოგანათლების პროექტი იწყება: პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება და სახალისო აქტივობები
მსოფლიო
- ჩვენ უნდა ვიფიქროთ არა პუტინზე, არამედ ჩვენს ქვეყანასა და ხალხზე, ომის წაქეზების ნაცვლად, შეიყვარე და გადაარჩინე შენი ქვეყანა, დონალდ! - ვიქტორ ორბანი დონალდ ტუსკს
- ტრამპის განცხადება პასუხსაც არ იმსახურებს - ემანუელ მაკრონი
- დავურეკე მაკრონს, რომელსაც ცოლი უკიდურესად ცუდად ექცევა და მარჯვენა ყბაში მიღებული დარტყმისგან სრულად გონს რომ არ მოსულა - დონალდ ტრამპი
- ირანი ბულგარეთს აფრთხილებს, აშშ-ს თავისი აეროპორტების გამოყენების უფლება არ მისცეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსის“ საგაზაფხულო კამპანია დაიწყო
- განსაკუთრებული შეთავაზება "თეგეტა მოტორსისგან" - PETLAS-ის საბურავები სპეციალურ ფასად
- მერაბ The machine დვალიშვილი X „თეგეტა“ - პარტნიორობა ახალი გამარჯვებებისთვის
- 7.5% ფიქსირებული განაკვეთი ლარში - უპრეცედენტო სააქციო პირობები Mazda CX60-ზე „მაზდა ცენტრი თეგეტასგან“
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















