საფრანგეთში ავტომობილის მძღოლი ფეხით მოსიარულეებს განზრახ დაეჯახა - დაშავდა 9 ადამიანი

საქართველო, თბილისი - 16:37 | 05.11.2025
ნანახია: 20

მედიის ცნობით, ოთხშაბათს, 5 ნოემბერს, საფრანგეთის კუნძულ ოლერონზე ავტომობილი ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა, რის შედეგადაც სულ მცირე ცხრა ადამიანი დაშავდა.

დაშავებულთაგან ორის მდგომარეობა მძიმეა.

ადგილობრივი მედიისა და პოლიციის ცნობით, მძღოლი შეჯახების შემდეგ დაკავებისას ყვიროდა: „ალაჰუ აკბარ“ იყვირა.

როგორც თვითმხილველებმა აღნიშნეს, მძღოლმა მანქანა ფეხით მოსიარულეებს, სავარაუდოდ, განზრახ დააჯახა.

დაშავდნენ ტურისტები და კუნძულის მაცხოვრებლები. ყველა დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე