გურჯაანში 40 წლის მამაკაცს ხე დაეცა და გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 12:29 | 17.04.2016
ნანახია: 1834

ხის დაცემის შედეგად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში, 40 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, ივანე ფოცხვერაშვილს, რომელიც ტყეში შეშის მოსაჭრელად მარტო იმყოფებოდა, ხე დაეცა და ადგილზე გარდაიცვალა.

გარდაცვლილი მამაკაცი ტყეში თანასოფლელებმა იპოვეს.

 

 



პოლიტიკა

მსოფლიო



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე