ინდოელი, რომელსაც ფრჩხილები 62 წლის განმავლობაში არ დაუჭრია, გინესის რეკორდსმენი გახდა

საქართველო, თბილისი - 15:36 | 05.10.2015
ნანახია: 2358

ინდოელი შრიდხარ ჩილალი გინესის რეკორდების წიგნში გრძელი ფრჩხილების გამო მოხვდა.

მას მარცხენა ხელის ფრჩხილები 1952 წლის შემდეგ არ დაუჭრია. მამაკაცის თითო ფრჩხილის სიგრძე 164-დან 200 სანტიმეტრამდე მერყეობს.

მამაკაცს უჩვეულო გარეგნობის გამო დიდი ხნის განმავლობაში სამსახურში არ იღებდნენ, ის ვერც ცოლის მოყვანას ახერხებდა. თუმცა რეკორსდმენის თქმით მას ყურადღების ცენტრში ყოფნა ყოველთვის მოსწონდა.

შრიდხარი 78 წლისაა, მისი ფრჩხილები კი 62-ის. ახლა, როდესაც მან მიზანს მიაღწია, თავისი ფრჩხილების გადეცმას მუზეუმისთვის აპირებს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე