თბილისში სამგორის რაიონის გამგებლის ყოფილი მოადგილე დაჭრეს

საქართველო, თბილისი - 13:05 | 11.04.2016
ნანახია: 2038

ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თბილისში სამგორის რაიონის გამგებლის ყოფილი მოადგილე პაატა ელიზბარაშვილი დაჭრეს.

შემთხვევა 9 აპრილის ღამეს, ბაგებში მოხდა.

ელიზბარაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილები ცხელ კვალზე დააკავა.

გამოძიება 118 მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ, მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.