დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველოში კანის ახალგაზრდული ფესტივალის შესარჩევი კონკურსის გახსნას დაესწრო
საქართველო, თბილისი - 12:48 | 09.04.2016 ნანახია: 1550თბილისში, ტექნოლოგიურ პარკში დღეს კანის ახალგაზრდული ფესტივალის შესარჩევი კონკურსი დაიწყო. კონკურსის გახსნის ღონისძიებას საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრო და კონკურსის პირველ მონაწილეებს სიტყვით მიმართა. ვიცე-პრემიერმა კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა ამ მნიშვნელოვანი ღონისძიებების მიმართ და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო კანის საერთაშორისო ფესტივალზე წარმატებას მოიპოვებს.
„ეკონომიკა არ ვითარდება მარკეტინგის გარეშე. მარკეტინგში კი ძალიან მნიშვნელოვანია ის კრეატიული იდეები, რომელსაც თქვენ აგენერირებთ. რეალურად, თქვენი მეშვეობით, ადამიანებს უჩნდებათ სურვილი, ცოტა მეტი ფული დახარჯონ, ვიდრე უნდათ. ეს ყველაფერი კი ამოძრავებს ეკონომიკას. საქართველოს სარეკლამო ბაზარი არის ძალიან პატარა, ამიტომ ამოცანა არის არა ამ ბაზრის გადანაწილება, არამედ ბაზრის რეალური გაზრდა ცოდნისა და ნოუჰაუს მეშვეობით, ახალი არხების მოძებნა იმისთვის, რომ გაიზარდოს ადამიანთა ქმედების ხარისხი, მოხდეს მეტი ფულის დახარჯვა და არ მოხდეს არსებულ ბაზარში ჩაკეტვა. კრეატივი გაუთვიცნობიერებელი ადამიანისთვის შეიძლება იყოს რთულად მისაღები, მაგრამ მათთვის, ვინც ყოველდღიურად ამ მიმართულებით მუშაობს, ეს არის რუტინული სამუშაო, რომელიც ითხოვს გონების, სულის, ენერგიის სრულად დახარჯვას და შედეგის მიღებას. ეს არის თქვენი საქმე, ეს არის თქვენგან დამატებითი ღირებულების შეძენა ქვეყნისთვის, თქვენი ოჯახებისთვის და მე მინდა დიდი წარმატებები გისურვოთ“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა კონკურსის მონაწილეებთან შეხვედრისას.
კრეატივის საერთაშორისო ფესტივალის “Cannes Lions”-ის ახალგაზრდულ კონკურსში წელს საქართველო ოთხ კატეგორიაში მიიღებს მონაწილეობას. ყველაზე საუკეთესო ოთხ გუნდს შეარჩევს 30 კაციანი ჟიური, რომელიც დაკომპლექტებულია როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო პროფესიონალებისგან. ადგილობრივ კონკურსში გამარჯვებული გუნდები 2016 წლის ივნისში კანში საერთაშორისო ფესტივალზე გაემგზავრებიან და შეეცდებიან, გამარჯვება მოუტანონ საკუთარ ქვეყანას.
საქართველოში კანის ახალგაზრდული ფესტივალი წელს ოთხ კატეგორიაში ჩატარდება. ეს კატეგორიებია: ბეჭდური რეკლამა (9 აპრილს), ახალგაზრდა მარკეტერები (10 აპრილს), დიზაინი (16 აპრილს) და ციფრული კამპანიის დაგეგმვა (17 აპრილს).
ფესტივალში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია 2016 წლის 4 აპრილს დასრულდა. საბოლოო ჯამში, დარეგისტრირდა 232 მონაწილე, 33 სარეკლამო სააგენტო და 45 საქართველოს ბაზარზე მოქმედი კომპანია, რომლებიც მარკეტერების კატეგორიაში იღებენ მონაწილეობას. მსგავსი ღონისძიება აქამდე რეგიონის არც ერთ ქვეყანაში არ გამართულა.
კრეატიული ინდუსტრიის განვითარებისთვის საქართველოში საკმაოდ დიდი პოტენციალი არსებობს და ამ პროცესს მაქსიმალურად უწყობს ხელს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს მხრიდან არის მაქსიმალური თანადგომა იმისთვის, რომ საქართველოს წარმომადგენლებმა შეძლონ საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და ახალი სიტყვის თქმა მსოფლიოს კრეატიულ ბაზარზე. სწორედ ამიტომ კონკურსში გამარჯვებულები ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელშეწყობით გაემგზავრებიან კანში.
'კანის ლომების“ ფესტივალს 62 წლის ისტორია აქვს. სარეკლამო ფესტივალი მიჩნეულია მსოფლიოში კრეატიულობის ყველაზე დიდ და პრესტიჟულ ჩემპიონატად. მასში მთელი მსოფლიოდან ერთვებიან სარეკლამო კომპანიები და მარკეტინგის სფეროში დასაქმებული ადამიანები. საქართველო ამ მარათონში ორი წლის წინ ჩაერთო - გასულ წელს ქვეყანას საცდელად მიეცა ერთი კატეგორია, წელს კი სრულად, ოთხივე კატეგორიაში ჩართვის უფლება მიენიჭა.
წლევანდელი პროექტის გენერალური მხარდამჭერია საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, რომლის ხელშეწყობით საქართველო 4 გუნდით (8 ადამიანით) წარსდგება კანის ახალგაზრდულ ფესტივალზე მიმდინარე წლის ივნისის თვეში. პროექტში ჩართულია ქვეყნის ყველა წამყვანი სარეკლამო სააგენტო და დიდი კომპანია.
ღონისძიების ორგანიზატორია „კანის ლომების“ ქართული წარმომადგენლობა, ფესტივალის ოფიციალური მასპინძელია ტექნოპარკი.
პოლიტიკა
- სუს-ში დაწყებული გამოძიების ფარგლებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზე თინა ხიდაშელი და გიორგი კანდელაკი იმყოფებიან
- „ოცნებამ“ ბრძოლა ვერ გააჩერა, დღეს ის უფრო სუსტია, ალიანსის შექმნა ბრძოლის ახალი ეტაპია და გამარჯვება რეალისტურად გამოიყურება - ელენე ხოშტარია
- ისრაელის საელჩო - 2600-წლიანი მეგობრობა, რომელიც ქართველ და ებრაელ ხალხებს შორის საერთო ღირებულებებსა და პატივისცემასა ეფუძნება, დღესაც, განსაკუთრებით რთულ დროშიც უნდა გამოვლინდეს
- ირანის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში მინისტრის მოადგილემ გააკეთა მთავრობის მიერ საჯაროდ გაჟღერებული განცხადების ანალოგიური ჩანაწერი - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
სამართალი
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
- თინა ხიდაშელი და გუბაზ სანიკიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს
- თბილისში, პირმა საცხოვრებელ სახლში უმისამართოდ რამდენჯერმე გაისროლა, რა დროსაც დედამისი დაიჭრა - ბრალდებული დაკავებულია
- ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
მსოფლიო
- რუსეთი მკაცრად გავაფრთხილეთ, ირანს სადაზვერვო მონაცემები არ გადასცეს - სტივ უიტკოფი
- დღეს ირანზე მძიმე დარტყმები განხორციელდება, სრული განადგურება და გარდაუვალი სიკვდილი ელოდებათ იმ ტერიტორიებსა და ადამიანთა ჯგუფებს, რომლებიც სამიზნეებად არ განიხილებოდნენ - დონალდ ტრამპი
- შვედეთმა უკრაინის მიერ დასანქცირებული სატვირთო გემი დააკავა
- ირანის ლიდერების ორი ჯგუფი აღარ არსებობს, 32 გემი ჰყავდათ და ყველა ოკეანის ფსკერზეა - დონალდ ტრამპი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსში“ Michelin-ის საბურავების შეძენისას მომხმარებლები საბურავების სასტუმროს უფასო მომსახურებით ისარგებლებენ
- „მაზდა ცენტრი თეგეტამ“ საუკეთესო დისტრიბუტორის ჯილდო მეოთხედ მოიპოვა
- Zeekr 9X უკვე საქართველოშია - Zeekr Center Tegeta-მ ახალი პრემიუმ SUV წარადგინა
- Tegeta Comfort – შეაკეთე ავტომობილი სერვისცენტრში ვიზიტის გარეშე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















