აჯამეთის აღკვეთილში ქართული მუხის 300-მდე ნერგი დაირგო

საქართველო, თბილისი - 11:05 | 08.04.2016
ნანახია: 1394

 

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე, ეკატერინე გრიგალავა იმერეთის რეგიონში იმყოფებოდა, სადაც გამწვანების აქციაში მიიღო მონაწილეობა.

აჯამეთის აღკვეთილში, „Treepex”-ის პროექტის „დარგე ხე“ ფარგლებში,  ქართული მუხის 300-მდე ნერგი დაირგო.

პროგრამის ფარგლებში,  „Treepex”-ის პროდუქციის შეძენისას, მყიდველი ავტომატურად ერთვება გამწვანების აქციაში. თითოეული პროდუქტის გაყიდვისას, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე თითო ხე ირგვება.

დღეს აქციის პირველი ეტაპი გაიმართა. აქციაში მონაწილეობა დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლებმაც მიიღეს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე