თბილისის სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს
საქართველო, თბილისი - 17:42 | 07.04.2016 ნანახია: 1485თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელობასა და მემანქანეების გაერთიანება „ერთობა 2013“-ს შორის ინტენსიურად გრძელდება მოლაპრაკებები მემანქანეების მხრიდან დასმულ მოთხოვნებთან დაკავშირებით.
"კომპანია მიიჩნევს, რომ აღნიშნულ მოთხოვნებზე კონსტრუქციული მოლაპარაკებების გამართვის შემთხვევაში არსებობს რესურსი, იმისთვის, რომ საბოლოოდ მიღწეული იყოს კომპრომისი „ერთობა 2013“-თან, რომელიც დააკმაყოფილებს, როგორც მემანქანეებს, ასევე არ დააზარალებს კომპანიას და არ გამოიწვევს ქალაქის სატრანსპორტო ქსელის შეფერხებას. აქედან გამომდინარე, შემათანხმებელი პროცედურების გაგრძელების მიზნით, კომპანიამ მიმართა შრომის კანონმდებლობით გათვალისწინებულ სამართლებრივ საშუალებებს, კერძოდ თბილისის საქალაქო სასამართლოში შეიტანა განცხადება „გაფიცვის გადადების/ შეჩერების შესახებ“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 7 აპრილის განჩინებით შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ მოთხოვნა 30 კალენდარული დღის ვადით გაფიცვის გადადების თაობაზე დაკმაყოფილდა, რაც გულისხმობს, რომ აღნიშნულ პერიოდში საგაფიცვო მოქმედებების განხორციელება ჩაითვლება სასამართლოს გადაწყვეტილებისადმი დაუმორჩილებლობად და გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხიმგებლობის ზომის შეფარდებას.
სატრანსპორტო კომპანია თავის მხრივ სრულ მზადყოფნას გამოთქვამს, აღნიშნულ პერიოდში მემანქანეების მოთხოვნებთან დაკავშირებით, გააგრძელოს ინტენსიური და კონსტრუქციული დიალოგი კომპრომისული შეთანხმების მიღწევამდე", - ნათქვამია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პოლიტიკა
- პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე პრეზიდენტის არჩევის თარიღი გახდება ცნობილი
- პუტინის რუსეთი თუ უკრაინაში გაიმარჯვებს, იმპერიულ პოლიტიკას სხვა მეზობლების წინააღმდეგ გააგრძელებს, ამ აგრესიული პოლიტიკის შედეგები უკვე ვნახეთ საქართველოსა და მოლდოვაში - ბორელი
- მე-11 მოწვევის პარლამენტმა 150 დეპუტატის უფლებამოსილება ცნო
- პრეზიდენტის არჩევის თარიღი ხვალ გახდება ცნობილი
მსოფლიო
- ჯონ კირბი ადასტურებს, რომ უკრაინამ მიიღო ნებართვა, შორ მანძილზე მოქმედი ATACMS-ის რაკეტები რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის გამოიყენოს
- ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუს უნგრეთში მიიწვევს და აძლევს გარანტიას, რომ ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას არ შეასრულებს
- ვერ ვხედავთ ნიშანს, რომ რუსეთი ემზადება უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად - პენტაგონი
- ტრამპი უფრო ძლიერია, მას შეუძლია აიძულოს პუტინი დათანმხდეს მშვიდობას - ზელენსკი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება
- თუშიშვილი ვერც გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას, ქართველ ძიუდოისტს ეკრძალება სხვა ტურნირებზე გამოსვლაც, ვიდრე კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს