სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს 6 ახალი მანქანა შეემატა

საქართველო, თბილისი - 16:14 | 06.04.2016
ნანახია: 3474

თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში გრძელდება სატრანსპორტო პარკის განახლების პროცესი.

რამდენიმე დღის წინ ცენტრს „ფიატის“ მარკის ექვსი უახლესი მოდელის ავტომობილი შეემატა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი მანქანები აღჭურვილია სამედიცინო  გადაუდებელი დახმარებისათვის აუცილებელი უახლესი მოწყობილობებით და სრულად შეესაბამება თანამედროვე ევროპულ სტანდარტებს.

 

 



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე