ჰანს-დიტრიხ გენშერის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის წიგნი გაიხსნება

საქართველო, თბილისი - 18:16 | 05.04.2016
ნანახია: 1414

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის და ვიცე-კანცლერის ჰანს დიტრიხ გენშერის გარდაცვალებასთან დაკავშირებით,   გერმანიის საელჩო  6 აპრილს, 10-დან 16 სთ-მდე საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში სამძიმრის წიგნს გახსნის.

გერმანიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და ვიცე-კანცლერი ჰანს დიტრიხ გენშერი 2016 წლის 31 მარტს, 89 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ჰანს-დიტრიხ გენშერის მინისტრობისა და ვიცე-კანცლერობის პერიოდში გერმანია იყო ევროპის თანამეგობრობის ის პირველი წევრი ქვეყანა, რომელმაც 1992 წლის მარტში საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა. 1992 წლის აპრილში გერმანიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა, რომლებიც დღემდე მჭიდროა და ურთიერთნდობას ეფუძნება.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე