აგლაძის ქუჩაზე ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს

საქართველო, თბილისი - 12:11 | 05.04.2016
ნანახია: 2027

თბილისში, დიდუბეში მდებარე აგლაძის ქუჩაზე ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს. ასფალტის პირველი ფენა გზის ერთ ნაწილზე უკვე დაიგო, ასფალტის საფარის დასაგებად მომზადებულია გზის მთელი საფუძველი. უკვე დაგებულია ტროტურარებისა და დამონტაჟებულია ბორდიურების ნაწილი, ასევე, დასრულებულია ჭების, წყალმიმღებ არხებთან დაერთებების მონტაჟი.  

აგლაძის ქუჩის კაპიტალური შეკეთება შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ", თბილისიის მერიის დაკვეთით, წელს, თებერვალში დაიწყო. სამუშაოებზე 40 ადამიანია დასაქმებული. პროექტის დასრულება ივნისში იგეგმება. შედეგად, თბილისის ერთ-ერთი ყველაზე გადატვირთული ქუჩა, თანამედროვე სტანდარტებს დააკმაყოფილებს.  



სამართალი



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე