„ეს შენ გეხება“ ფარული მოსმენების მარეგულირებელი კანონმდებლობის გამკაცრების საკითხზე კონსულტაციებს მართავს

საქართველო, თბილისი - 11:18 | 04.04.2016
ნანახია: 1528

კამპანია „ეს შენ გეხება“ ფარული მოსმენების მარეგულირებელი კანონმდებლობის გამკაცრების საკითხზე საკანონმდებლო ორგანოში კონსულტაციებს მართავს. 

საკითხის განსახილველად დღეს არასამთავრობო ორგანიზაციები ფრაქცია „თავისუფალ დემოკრატებსა“ და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდებიან. შეხვედრებზე დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყების შექმნის საკითხს დააყენებენ. 

კამპანია „ეს შენ გეხება“ მოსმენების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე უკვე მუშაობს, რომლის მიხედვითაც ე.წ. გასაღების მფლობელი დამოუკიდებელი უწყება უნდა იყოს. 

განხილვის თემა იქნება „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ინიცირებული ცვლილებებიც.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე